2022 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 01.12.2021
ძალაში შესვლა 01.01.2022
ძალის დაკარგვა 01.12.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №794
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.017285
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/12/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სტაჟიორთა რიცხოვნობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.12.2022
📋 აუქმებს — 1 აქტი
- 2021 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 25.11.2020
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
2022 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №794
2021 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
2022 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ხ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის №80 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
2022 წლისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟიორთა (ანაზღაურებადი) რაოდენობა და ანაზღაურების ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები − რაოდენობა 15 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ − რაოდენობა 5 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „იუსტიციის სახლი“ − რაოდენობა 120 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ციფრული მმართველობის სააგენტო“ − რაოდენობა 5 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 500 ლარი;
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს ეროვნული არქივი“ − რაოდენობა 10 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი;
ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ − რაოდენობა 4 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი;
ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს ნოტარიუსთა პალატა“ − რაოდენობა 1 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი;
თ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „აღსრულების ეროვნული ბიურო“ − რაოდენობა 60 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი;
ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“ − რაოდენობა 1 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი;
კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ − რაოდენობა 70 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი;
ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო“ − რაოდენობა 26 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი;
მ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამოქალაქო დანაყოფები და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი − რაოდენობა 15 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „2021 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 ნოემბრის №661 ბრძანება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე