საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.12.2021
ძალის დაკარგვა 01.01.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №1145-VIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი 120090000.09.001.016689
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/12/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება 01.01.2023
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება 25.12.2020
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 198-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) 2022 წელს: არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა; მათგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსი − არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა.
2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე თავდაცვის ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 25 დეკემბრის №33-IIრს-Xმპ დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.12.2020, სარეგისტრაციო კოდი: 120090000.09.001.016631).
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეკახაბერ კუჭავა
თბილისი,
15 დეკემბერი 2021 წ.
N1145-VIმს-Xმპ