1.
საკრებულო, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებაზე, მერიის საქმიანობაზე, თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვასა და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
2.
საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელების ფორმებია:
ა)
საკრებულოს წევრის მიერ კითხვის დასმა და ინტერპელაცია;
ბ)
ინფორმაციის გამოთხოვა;
გ)
ანგარიშის მოსმენა;
დ)
დამოუკიდებელი აუდიტი.
3.
საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3 უფლება აქვს მოითხოვოს დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევა.
4.
დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევის მოთხოვნაში უნდა მიეთითოს საკითხთა ის წრე, რომელიც უნდა იქნეს შესწავლილი დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ.
5.
დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ მოთხოვნა წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად შეიტანოს ეს საკითხი.
6.
დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ისა.
7.
დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში და დასკვნა წარედგინება საკრებულოს, ეგზავნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და ქვეყნდება საჯაროდ.
8.
საკრებულოს მიერ დამოუკიდებელი აუდიტორი შეიძლება მოწვეული იქნეს არაუმეტეს წელიწადში ერთხელ
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.11.2025
მუხლი 120. საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელების ფორმები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 114. საკრებულოს თანამდებობის პირის გადადგომა
- მუხლი 115. საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაფორმება
- მუხლი 116. საკრებულოს სამართლებრივი აქტების და სამართლებრივი აქტის პროექტების გამოქვეყნება
- მუხლი 117. საკრებულოს სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა
- მუხლი 118. საკრებულოს სხდომის ოქმი
- მუხლი 119. საკრებულოს სხდომის ოქმის შენახვისა და სარგებლობის წესი
- მუხლი 121. წერილობითი და ზეპირი შეკითხვები
- მუხლი 122. ინტერპელაცია
- მუხლი 123. კონტროლი მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე
- მუხლი 124. კონტროლი მერიის საქმიანობაზე
- მუხლი 125. საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების მიერ მოქალაქეთა მიღების წესი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 120, №14, 03.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016369 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5297388/muxli-120/