1.
საკრებულოს სხდომის ოქმს საკრებულოს სხდომაზე ადგენს საკრებულოს აპარატის შესაბამისი თანამშრომელი. საკრებულოს წევრს, აგრეთვე საკრებულოს სხდომაზე დამსწრე სხვა პირს უფლება აქვს გაეცნოს სხდომის ოქმს საკრებულოს სხდომის შემდეგ 3 სამუშაო დღის განმავლობაში. შენიშვნები სხდომის ოქმის შესახებ შეიძლება შემოტანილი იქნეს ოქმის გაცნობისათვის განკუთვნილ პერიოდში. სხდომის ოქმის სისწორეზე გამოთქმული შენიშვნები გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც თუ დაეთანხმა გამოთქმულ შენიშვნას იძლევა დავალებას სხდომის ოქმის შესაბამისად შესწორების შესახებ. თუ დაწესებული ვადის განმავლობაში შენიშვნები არ იქნა გამოთქმული ან შენიშვნების შესაბამისად მოხდა სხდომის ოქმის შესწორება და დამატებითი შენიშვნა არ იქნა შემოტანილი, საკრებულოს თავმჯდომარე ხელს აწერს სხდომის ოქმს. თუ საკრებულოს თავმჯდომარე არ გაიზიარებს გამოთქმულ შენიშვნებს, შენიშვნის ავტორს უფლება აქვს მიმართოს შესაბამისი განცხადებით საკრებულოს სხდომას, რომელიც მოცემულ საკითხზე იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
2.
სხდომის ოქმში შეიტანება:
ა)
საკრებულოს სხდომის ჩატარების ადგილი, რიცხვი, თვე და წელი;
ბ)
ოქმის რიგითი ნომერი;
გ)
საკრებულოს წევრთა სრული, სიითი და სხდომაზე დამსწრეთა რაოდენობა;
დ)
სხდომის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა;
ე)
სხდომის დღის წესრიგი მომხსენებელთა ვინაობის მითითებით;
ვ)
სხდომაზე გამომსვლელთა სია;
ზ)
საკითხები, რომლებიც დაისვა კენჭისყრაზე;
თ)
კენჭისყრის შედეგები;
ი)
მიღებული გადაწყვეტილებები.
3.
საკრებულოს სხდომის ოქმს ხელმოწერის შემდეგ აქვეყნებს საკრებულოს აპარატი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.11.2025
მუხლი 118. საკრებულოს სხდომის ოქმი
მთავარი მონაცემები
- ვადა 3 სამუშაო დღის განმავლობაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 112. საკრებულოს კომისიის შემადგენლობის დამტკიცების წესი
- მუხლი 113. მერისათვის უნდობლობის გამოცხადების წესი
- მუხლი 114. საკრებულოს თანამდებობის პირის გადადგომა
- მუხლი 115. საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაფორმება
- მუხლი 116. საკრებულოს სამართლებრივი აქტების და სამართლებრივი აქტის პროექტების გამოქვეყნება
- მუხლი 117. საკრებულოს სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა
- მუხლი 119. საკრებულოს სხდომის ოქმის შენახვისა და სარგებლობის წესი
- მუხლი 120. საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელების ფორმები
- მუხლი 121. წერილობითი და ზეპირი შეკითხვები
- მუხლი 122. ინტერპელაცია
- მუხლი 123. კონტროლი მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 118, №14, 03.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016369 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5297388/muxli-118/