1.
საკრებულო უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის: სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან პერსონალური მონაცემები.
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:
ა)
სახელი;
ბ)
გვარი;
გ)
პირადი ნომერი;
დ)
დაბადების თარიღი;
ე)
სქესი;
ვ)
მოქალაქეობა;
ზ)
ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ;
თ)
ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ;
ი)
ფოტოსურათი.
3.
ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. საკრებულო ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა.
4.
ამ მუხლის მიზნებისთვის საკრებულო მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.11.2025
მუხლი 6. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 6. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
- მუხლი 6. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
- მუხლი 23. მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას
- მუხლი 26. მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას
- მუხლი 42. მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
- მუხლი 8. პერსონალური მონაცემთა დამუშავება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 3 დეკემბრიდან.ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ქავთარაძე
- მუხლი 1. საკრებულო
- მუხლი 2. საკრებულოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
- მუხლი 3. საკრებულოს ადგილსამყოფელი
- მუხლი 5. საკრებულოს საქმისწარმოება
- მუხლი 7. ელექტრონული საქმისწარმოება
- მუხლი 8. საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები
- მუხლი 9. საკრებულოს უფლებამოსილება
- მუხლი 10. საკრებულოს მუშაობის საერთო წესი
- მუხლი 11. 1
- მუხლი 12. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა, უფლებამოსილების შეჩერება და უფლებამოსილების შეწყვეტა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 6, №14, 03.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016369 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5297388/muxli-6/