1.
საკრებულოს საქმიანობა მოიცავს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებს.
2.
საკრებულოს მორიგი სხდომები, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც.
3.
საკრებულოს მორიგი სხდომების რაოდენობა დამოკიდებულია საკრებულოს მორიგი სხდომების დღის წესრიგის საკითხთა რაოდენობაზე და ეფუძნება უწყვეტობის პრინციპს - საკრებულოს სხდომებზე დაწყებული საკითხის განხილვა შეიძლება გაგრძელდეს საკრებულოს შემდგომ მორიგ სხდომებზე.
4.
საკრებულო უფლებამოსილია საკრებულოს სხდომებზე მიიღოს გადაწყვეტილებები (საკრებულოს დადგენილება, საკრებულოს განკარგულება), ასევე მიმართვა, განცხადება, დავალება, რეკომენდაცია, ინფორმაცია ცნობის სახით და სხვა.
5.
საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუკი საკრებულოს სხდომას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
6.
საკრებულოს გადაწყვეტილებები, როგორც ნორმატიული, ისე ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის სახით, მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან ამ რეგლამენტით სხვა წესი არ არის დადგენილი.თავი II
საკრებულოს წევრი საკრებულოს წევრ
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.11.2025
მუხლი 10. საკრებულოს მუშაობის საერთო წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. საკრებულოს ადგილსამყოფელი
- მუხლი 5. საკრებულოს საქმისწარმოება
- მუხლი 6. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
- მუხლი 7. ელექტრონული საქმისწარმოება
- მუხლი 8. საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები
- მუხლი 9. საკრებულოს უფლებამოსილება
- მუხლი 11. 1
- მუხლი 12. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა, უფლებამოსილების შეჩერება და უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 13. საკრებულოს წევრის მოვალეობები
- მუხლი 14. საკრებულოს წევრის უფლებები
- მუხლი 15. საკრებულოს წევრის საქმიანობის გარანტიები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 10, №14, 03.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016369 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5297388/muxli-10/