1.
საკრებულოს წევრი ვალდებულია:
ა)
დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონმდებლობა და ეს რეგლამენტი;
ბ)
მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს სხდომებსა და საკრებულოს კომისიათა მუშაობაში;
გ)
ამ რეგლამენტით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს;
დ)
იყოს საკრებულოს ერთი, მაგრამ არა უმეტეს ორი კომისიის შემადგენლობაში;
ე)
არ გაახმაუროს და პირადი ინტერესებისთვის არ გამოიყენოს სახელმწიფო საიდუმლეობის შემცველი ან კონფიდენციალური ინფორმაცია;
ვ)
არ გამოიყენოს პირადი ინტერესებისთვის თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა;
ზ)
არანაკლებ წელიწადში ერთხელ ჩააბაროს ანგარიში ამომრჩევლებს გაწეული საქმიანობის შესახებ.
2.
საკრებულოს წევრი ვალდებულია უარი განაცხადოს საკრებულოს და საკრებულოს კომისიის სხდომაზე იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობასა და კენჭისყრაზე, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს.
3.
საკრებულოს წევრი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს თავმჯდომარეს კანონმდებლობით და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ მოვალეობათა შესრულების ხელის შემშლელი გარემოებების შესახე
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.11.2025
მუხლი 13. საკრებულოს წევრის მოვალეობები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 7. ელექტრონული საქმისწარმოება
- მუხლი 8. საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები
- მუხლი 9. საკრებულოს უფლებამოსილება
- მუხლი 10. საკრებულოს მუშაობის საერთო წესი
- მუხლი 11. 1
- მუხლი 12. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა, უფლებამოსილების შეჩერება და უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 14. საკრებულოს წევრის უფლებები
- მუხლი 15. საკრებულოს წევრის საქმიანობის გარანტიები
- მუხლი 16. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
- მუხლი 17. საკრებულოს თანამდებობის პირები
- მუხლი 18. საკრებულოს თავმჯდომარე
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 13, №14, 03.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016369 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5297388/muxli-13/