1.
საკრებულოს წევრს უფლება აქვს საკრებულოს და საკრებულოს კომისიის სხდომაზე ამ რეგლამენტით დადგენილი წესით:
ა)
დასვას საკითხი განსახილველად;
ბ)
გამოთქვას შენიშვნები და წინადადებები საკრებულოს კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე;
გ)
მონაწილეობა მიიღოს კამათში, შეკითხვა დაუსვას მომხსენებელს, თანამომხსენებელს და სხდომის თავმჯდომარეს; მოითხოვოს, მიიღოს და შეაფასოს პასუხები;
დ)
გააცნოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიას, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფს მოქალაქეთა წერილები და მიმართვები;
ე)
კამათში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს გადასცეს თავისი გამოსვლის ტექსტი, აგრეთვე წერილობით ჩამოყალიბებული წინადადებები და შენიშვნები საკრებულოს (საკრებულოს კომისიის) სხდომაზე განსახილველი საკითხების თაობაზე;
ვ)
გამოთქვას აზრი საკრებულოს მიერ შესაქმნელი ორგანოების, მათი პერსონალური შემადგენლობის და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომლებსაც ირჩევს, ნიშნავს, ამტკიცებს ან რომელთა დანიშვნაზეც თანხმობას იძლევა საკრებულო;
ზ)
მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის, მასში ცვლილებების და დამატებების შეტანის საკითხის განხილვაში;
თ)
სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს იმ კომისიების (დროებითი სამუშაო ჯგუფების) მუშაობაში, რომლის წევრიც ის არ არის;
ი)
კითხვით მიმართოს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მერს, სხვა თანამდებობის პირს და მიიღოს პასუხი. შესაბამისი ორგანო და თანამდებობის პირი ვალდებულია ერთი კვირის ვადაში უპასუხოს საკრებულოს წევრის კითხვას. კითხვის ავტორთან შეთანხმებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ათი დღისა;
კ)
შეუფერხებლად შეხვდეს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს;
ლ)
უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში;
მ)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ნებისმიერი ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად;
ნ)
საკრებულოს აპარატს დადგენილი წესით მოსთხოვოს სათანადო ინფორმაცია და ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა;
ო)
ისარგებლოს იმ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის ინფორმაციის მიწოდების უპირატესი უფლებით, რომლებიც ფინანსდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.
2.
საკრებულოს წევრს საქართველოს კანონმდებლობით და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით უფლება აქვს არჩეულ, დანიშნულ და წარდგენილ იქნეს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობებზე, საკრებულოს კომისიისა და დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობებში, გაერთიანდეს ფრაქციაში, გადადგეს ან გამოვიდეს ამ ორგანოებიდან (გაერთიანებებიდან).
3.
ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა თანამდებობის პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს საკრებულოს წევრი
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.11.2025
მუხლი 14. საკრებულოს წევრის უფლებები
მთავარი მონაცემები
- ვადა ერთი კვირის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები
- მუხლი 9. საკრებულოს უფლებამოსილება
- მუხლი 10. საკრებულოს მუშაობის საერთო წესი
- მუხლი 11. 1
- მუხლი 12. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა, უფლებამოსილების შეჩერება და უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 13. საკრებულოს წევრის მოვალეობები
- მუხლი 15. საკრებულოს წევრის საქმიანობის გარანტიები
- მუხლი 16. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
- მუხლი 17. საკრებულოს თანამდებობის პირები
- მუხლი 18. საკრებულოს თავმჯდომარე
- მუხლი 19. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 14, №14, 03.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016369 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5297388/muxli-14/