1.
დაუშვებელია საკრებულოს წევრის პასუხისგებაში მიცემა თავისი მოვალეობების შესრულებისას საკრებულოში ან მის გარეთ გამოთქმული აზრების და შეხედულებებისთვის, გარდა საქართველოს კონსტიტუციისა და კანონით დადგენილი შემთხვევებისა.
2.
საკრებულოს წევრი საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად, საკრებულოს თავმჯდომარის ოფიციალური შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი ვადით თავისუფლდება საჯარო დაწესებულებაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან საშუალო ხელფასის შენარჩუნებით და ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები, კერძოდ:
ა)
ტრანსპორტით მგზავრობისთვის;
ბ)
სასტუმროში ცხოვრების ან საცხოვრებელი ბინის დაქირავებისთვის;
გ)
კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის, საფოსტო და სატელეგრაფო გზავნილებისთვის;
დ)
ამომრჩევლებთან შეხვედრისთვის;
ე)
უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული კონსულტაციებისა და ექსპერტიზისთვის;
ვ)
საკრებულოს მიერ გაგზავნილი მივლინებისთვის