1.
საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების (შეტანის) უფლება აქვს:
ა)
მერს;
ბ)
საკრებულოს თავმჯდომარეს;
გ)
საკრებულოს წევრს;
დ)
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ს, პეტიციის წესით - საკრებულოს დადგენილების პროექტის.
2.
საკრებულოში სამართლებრივი აქტის პროექტი შეიძლება ინიციირებულ იქნეს საკრებულოს წევრთა ჯგუფის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს ფრაქციის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სახელით;
3.
ინიციირების წესით საკითხი შეიტანება წერილობითი ფორმით, საკრებულოს დადგენილების (განკარგულების) პროექტის სახით.
4.
საკრებულოში შემოტანილ პროექტს თან უნდა ერთვოდეს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აღინიშნება:
ა)
ამ გადაწყვეტილების მიღების საჭიროების დასაბუთება;
ბ)
მითითება საკრებულოს იმ აქტზე, რომელიც უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად ან რომელშიც უნდა შევიდეს ცვლილება (შესაბამისი მუხლის ან პუნქტის მითითებით);
გ)
იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რასაც გამოიწვევს ამ პროექტის მიღება;
დ)
მითითება იმ აქტებზე, რომელთა მიღებაც იქნება საჭირო ამ პროექტთან დაკავშირებით;
ე)
პროექტის მიღების სავარაუდო ვადა;
ვ)
შეთანხმების ფურცელი (ადგილობრივი თვითმმართველობის რომელ ორგანოებთან ან თანამდებობის პირებთან არის შეთანხმებული);
ზ)
პროექტის ავტორი (ავტორები) და საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებელი.
5.
საკრებულოში შემოტანილ ნორმატიული აქტის პროექტს ასევე უნდა დაერთოს პროექტი სხვა ნორმატიულ აქტში იმ ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ, რომლებსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა)
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.11.2025
მუხლი 90. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების წესი
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 1%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 86. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების წესი
- მუხლი 91. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების წესი
- მუხლი 84. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების წესი
- მუხლი 82. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების წესი
- მუხლი 75. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების წესი
- მუხლი 82. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 84. სახელობითი კენჭისყრა
- მუხლი 85. კენჭისყრის დაწყების გამოცხადება
- მუხლი 86. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარისა და საკრებულოს წევრის უფლებები კენჭისყრის პროცედურაზე
- მუხლი 87. კენჭისყრის ზოგადი წესი
- მუხლი 88. კენჭისყრის შედეგების გამოცხადება
- მუხლი 89. საკრებულოს სამართლებრივი აქტები
- მუხლი 91. საკრებულოში სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება და განსახილველად წარდგენის პროცესი
- მუხლი 92. საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტის მიღების წესი
- მუხლი 93. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტის წარდგენის წესი
- მუხლი 94. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნებისა და წინასწარი განხილვის წესი
- მუხლი 95. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვის წესი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 90, №14, 03.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016369 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5297388/muxli-90/