1.
საკრებულომ ნორმატიული აქტის პროექტის განხილვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ საკრებულოს შესაბამისი კომისიისა და მერიის დასკვნის არსებობისას. კომისიის ან მერიის  უარყოფითი დასკვნა არ შეიძლება იყოს დაბრკოლება საკრებულოს სხდომაზე პროექტის განხილვის დაწყებისთვის.
2.
პროექტის განხილვა ხდება ამ რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად.
3.
დებატების დამთავრების შემდეგ, კენჭისყრამდე  ფრაქციას შეუძლია დააყენოს საკითხი ნორმატიული აქტის პროექტის კომისიაში ხელახალი დაბრუნების ან სხვა კომისიაში გადაცემის შესახებ, აგრეთვე მოითხოვოს დღის წესრიგის სხვა საკითხზე გადასვლა. თუ საკრებულომ ნორმატიული აქტის პროექტის საბოლოო კენჭისყრამდე მიიღო გადაწყვეტილება დღის წესრიგის სხვა საკითხზე გადასვლის შესახებ ნორმატიული აქტის პროექტი ითვლება უარყოფილად და მისი შემდგომი განხილვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ.
4.
უარყოფილი პროექტი სამ თვეზე ადრე შეიძლება განმეორებით იქნეს გატანილი ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ან თუ იგი არსებითად გადამუშავდა, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს ბიურო საკრებულოს იურიდიული საკითხთა კომისიის დასკვნის საფუძველზე.
5.
ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის შემდეგ თუ მასში ცვლილებები არ იქნა შეტანილი, დაუყოვნებლივ ეწყობა კენჭისყრა. თუ ცვლილებები შეტანილ იქნა, წინასწარი კენჭისყრა ტარდება შეტანილ ცვლილებათა ერთ ტექსტამდე დაყვანის მიზნით.
6.
გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის მიღების შესახებ ხდება სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთ მესამედისა, თუ კანონით ან ამ რეგლამენტით სხვა წესი არ არის დადგენილი.თავი IX
საკრებულოს სხდომაზე სპეციალურ საკითხთა განხილვის

განსაკუთრებული წესი

(განსაკუთრებული პროცედურები