„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №112 დადგენილებით დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.124.016427
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/12/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2021 წლის 3 დეკემბერი

ქ. ბაღდათი

 

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის № 112 დადგენილებით დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №112 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 24.07.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.124.016087) დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დამტკიცებული რეგლამენტის (ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი) პრიამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს რეგლამენტი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვიმმართველობის კოდექსი“-ს შესაბამისად განსაზღვრავს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში-საკრებულო) უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს, მუშაობის ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს.“.

2. რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საკრებულოს კომისიის შექმნა; კომისიის თავმჯდომარის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება; ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე  საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა და დამტკიცება, კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღება; კომისიის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა.“.

3. რეგლამენტის მე-161 მუხლის (საკრებულოს თანამდებობის პირები და მათი საქმიანობის შეზღუდვები) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე.“.

4. რეგლამენტის მე-3 თავის (საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები.“.

5. რეგლამენტის მე-18 მუხლი (საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები

1. საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, პირველი მოადგილე.  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს (მათ შორის პირველ მოადგილეს)  საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლისა და საკრებულოს რეგლამენტის  მე-100 მუხლით დადგენილი წესით.

2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების (მათ შორის პირველ მოადგილის) კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მხოლოდ  საკრებულოს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.

3. საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში  საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე ან  საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით, მისი ერთ-ერთი მოადგილე.

4. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორცილების შეუძლებლობის, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან  გადაყენების, მისთვის  საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში  საკრებულოს თავმჯდომარის მოვალებას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში- საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. თუ  საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული ან  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საკრებულოს უხუცესი წევრი.

5.  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს (მათ შორის პირველ მოადგილეს) უფლება არ აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას ან ანაზღაურებად  საქმიანობას გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები (მათ შორის პირველი მოადგილე) იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარე.

6. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს (მათ შორის პირველ მოადგილეს) უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 101-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „საჯარო სამსახურში იტერესთა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისათვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“.

6. რეგლამენტის მე-19 მუხლის (საკრებულოს ბიუროს შემადგენლობა და უფლებამოსილება):

ა) პირველი პუნქტი შამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  საკრებულოს ბიურო შედგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისაგან,  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების და ფრაქციების თავმჯდომარეებისაგან.“.

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1 და ბ2“ ქვეპუნქტები:

„ბ1) ამტკიცებს (გარდა ახლადარჩეული  საკრებულოს პირველი სხდომისა)  საკრებულოს იურდიულ საკითხთა კომისიის ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიის მიერ განსაზღვრულ და წარდგენილ საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს;

2) ცნობად იღებს საკრებულოს კომისიის შემადგენლობაში შეტანილ ცვლილებას.“.

7. რეგლამენტის 23-ე მუხლის (საკრებულოს კომისიის შექმნა):

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საკრებულოს წევრი ვალდებულია იყოს ერთი, მაგრამ არა უმეტეს ორი კომისიის წევრი.“.

ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ამოღებული იქნეს.

8. რეგლამენტის 27-ე მუხლის (კომისიის წევრის უფლება-მოვალეობები):

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება:

ა) საკრებულოს კომისიის წევრს ულება აქვს, ნებისმიერ დროს გავიდეს საკრებულოს კომისიის შემადგენლობიდან. საკრებულოს კომისიის წევრმა კომისიის შემადგენლობიდაგ გასვლის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, სასკრებულოს ბიუროს და საკრებულოს იურდიულ  და საპროცედურო საკითხთა კომისიას;

ბ) საკრებულოს კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება:

ბ.ა) მის მიერ საკრებულოს კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან;

ბ.ბ) მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან;

ბ.გ) ამ რეგლამენტის 351-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“.

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებული იქნეს.

9. რეგლამენტის 35-ე მუხლი(საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება და რეგისტრაცია):

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ საკრებულოს წევრებს უფლება არ აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია.“.

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ფრაქციას უნდა გააჩნდეს წესდება.“.

გ)  მე-8 პუნქტი ამოღებული იქნეს.

დ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის წესდებაში ცვლილების, ფრაქციის თავმჯდომარის შეცვლის შესახებ, დაუყონებლივ უნდა ეცნობოს საკრებულოს იურდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიას. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა 3 წევრზე ნაკლები, ფრაქცია ითვლება გაუქმებულად, რასაც საკრებულოს იურდიული და საპროცედურო საკითხთა კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს.“

10. რეგლამენტს დაემატოს  შემდეგი შინაარსის 351 მუხლი:

„მუხლი 351. საკრებულოს ორგანოებში საკრებულოს ფრაქციის წარმომადგენლობა

1.საკრებულოს ორგანოებში საკრებულოს ფრაქციის წარმომადგენლობა განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ საკრებულოს წევრთა პროპორციულად.

2.საკრებულოს ფრაქციის მიერ საკრებულოს ორგანოში ან საკრებულოს თანამდებობაზე წარდგენილი წევრი საქმიანობას წყვეტს ფრაქციის გაუქმების, მისი ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის მიერ მისი ამ ორგანოდან გაწვევის შესახებ განცხადების საკრებულოს ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. ფრაქციას უფლება აქვს, ახალი კანდიდატურა წარადგინოს.

3. თუ საკრებულოს ფრაქციის შექმნის, გაუქმების, ფრაქციაში წევრთა შესვლის, ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში ფრაქციაში განხორციელებული  ცვლილებები გავლენას ახდენს ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, საკრებულოს იურდიული და საპროცედურო საკითხთა კომისია განსაზღვრავს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.

4. საკრებულოს ფრაქციებისათვის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გაზრდის შემთხვევაში საკრებულოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხებს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია.

5. თუ საკრებულოს ფრაქციას შეუმცირდა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, იგი ვალდებულია ხელახლა, ახალი კვოტების შესაბამისად წარადგინოს ფრაქციის წევრები საკრებულოს შესაბამის ორგანოში.“

11. რეგლამენტის 36-ე მუხლის (საკრებულოს ფრაქციის ფუნქციები) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფრაქციის წარმომადგენელთა რაოდენობა საკრებულოს ორგანოებში განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ წევრთა რაოდენობის შესაბამისად. ფრაქციის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს ამტკიცებს საკრებულოს ბიურო საკრებულოს იურდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის წარდგინების საფუძველზე, ხოლო ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომ,აზე მათ განსაზღვრავს და ამტკიცებს საკრებულო.“.

12. რეგლამენტის 37-ე მუხლს (ფრაქციის თანამდებობის პირები და საქმიანობის ორგანიზაცია) დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ფრაქციის ყოველ სამ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არა უმეტეს შვიდისა.“.

13. რეგლამენტის 46-ე მუხლი (ახლად არჩეული საკრებულოს პირველ მორიგ სხდომაზე განსახილველი საკითხები):

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების (მათ შორის პირველი მოადგილის) არჩევა.“.

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს ფრაქციების შექმნისთანავე, საკრებულოს  კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრავს ახდენს საკრებულოს აპარატი და გადასცემს სამანდატო დროებით კომისიას საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად.“.

14. რეგლამენტის 51-ე მუხლის (საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ საკრებულოს წევრთა ინფორმირებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში - საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.“.

15. რეგლამენტის მე-100 მუხლი (საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 100.  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის წესი

1.  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს (მათ შორის პირველ მოადგილეს) ირჩევენ საკრებულოს წევრები თავისი შემადგენლობიდან საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.

2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების (მათ შორის პირველი მოადგილის) დასახელების უფლება აქვს მხოლოდ  საკრებულოს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.

3. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების (მათ შორის პირველი მოადგილის) არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით. კენჭისყრა ტარდება ამ რეგლამენტის 98-ე მუხლის 8-10 პუნქტებით დადგენილი წესთ.  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ (მათ შორის პირველ მოადგილედ) არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარძე მეტმა.“.

16. რეგლამენტის 101-ე მუხლი (საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გადაყენების წესი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 101. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების (მათ შორის პირველი მოადგილის) გადაყენების წესი

1. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები (მათ შორის პირველი მოადგილე)  საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები (მათ შორის პირველი მოადგილის) გადაყენების საკითხი  საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას  საკრებულოს თავმჯდომარემ ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა.

2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების (მათ შორის პირველი მოადგილის) თანამდებობიდან გადაყენება ხდება ფარული კენჭისყრით.  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები (მათ შორის პირველი მოადგილე) გადაყენებულად ჩაითვლება , თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.“.

17. რეგლამენტის 102-ე მუხლის (საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის აჩევის წესი):

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე აირჩევა საკრებულოს კომისიის წევრთაგან. საკრებულოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში. საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საკრებულოს იურდიული და საპროცედუროს საკითხთა კომისია ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისია საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო, ხოლო ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე მათ განსაზღვრავს და ამტკიცებს საკრებულო.“.

18. რეგლამენტის 103-ე მუხლის (საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების წესი) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი  საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას: საკრებულოს თავმჯდომარემ, საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა, ამ თანამდებობაზე წარმდგენმა ფრაქციამ ან შესაბამისი კომისიის წევრთა ნახევარზე მეტმა.“.

19. რეგლამენტის 104-ე მუხლი (საკრებულოს კომისიის შემადგენლობის დამტკიცების წესი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს ბიუროს ( საკრებულოს) მიერ საკრებულოს კომისიებში საკრებულოს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით წარადგენს კომისიაში წევრებს.

2. საკრებულოს კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ საკრებულოს ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება საკრებულოს იურდიული და საპროცედუროს საკითხთა კომისიას (საკრებულოს) და საკრებულოს ბიუროს. საკრებულოს იურდიული და საპროცედურო საკითხთა კომისია (საკრებულო) ამოწმებს ფრაქციის მიერ კომისიაში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ფრაქციის მიერ კომისიაში წარდგენილი წევრი კომისიაში დანიშნულად მიიჩნევა აღნიშნული ფაქტის საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს) მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. საკრებულოს წევრი, რომელიც გაერთიანებული არ არის არცერთ ფრაქციაში, კომისიის წევრი ხდება ამ პუნქტით დადგენილი წესიტ, პირადი განცხადების საფუძველზე.

3. თუ საკრებულოს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს საკრებულოს კომისიაში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, საკრებულოს იურდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ გიორგიძე