თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა სარგოები, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2021 წლის 14 დეკემბერი ქ. თერჯოლა |
|
|
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა სარგოები, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ.დ“ და ,,დ.ე“ ქვეპუნქტების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 120-ე და 121-ე მუხლების, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის მეორე პუნქტის, მე-15 მუხლის, მე-19 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებით დამტკიცებული ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,
მუხლი 1🔗
განისაზღვროს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა სარგოები, საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი რანგები, თანამდებობრივი სარგოები და საშტატო ნუსხა დანართი №1-ის და დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა სარგოები, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №16 დადგენილება (www.matsne.gov.ge, ვებგვერდი, 29/01/2019, სარეგისტრაციო კოდი 010320010.35.126.016258)
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ბარათაშვილი
პოლიტიკური თანამდებობის პირები და მათი თანამდებობრივი სარგოები