|
|
|
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
|
|
2021 წლის 22 დეკემბერი
ქ. ხონი
|
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და ზღვრული ოდენობა.
მუხლი 2
ძალადაკარგულად ჩაითვალოს ხონისმუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკონპენსაციო ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ (www. macne.gov.ge, ს.კ. 190020020.35.119.016431 29/04/2020) ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 აპრილის №20 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.
| ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე | | ვალერი ბახტაძე |
|
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
მუხლი 1.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა:
(ზღვრული ოდენობა) საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა) მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, საკრებულოს დავალებების შესრულების, ამომრჩევლებთან შეხვედრისა და საკრებულოს წევრის სხვა უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15% – 675 ლარი.
მუხლი 2.
საკრებულოს წევრისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა) საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის ხარჯების ანაზღაურება:
1. საკრებულოს თითოეული წევრისათვის
ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებასთან განისაზღვრება საკრებულოს განკარგულებით, საკრებულოსაპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.
2. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის შესაძლებლია, გათვალისწინებული იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ასევე ის გონივრული მატერიალური ხარჯი, რომლის გაწევაც მას მოუხდა წარმომადგენლობით ორგანოში წევრობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების (საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება, დადგენილების პროექტის ინიცირება, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა, საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი/თანამდებობის პირისადმი კითხვით მიმართვა, მოქალაქეთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა, ანგარიშის საჯარო განხილვა, მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედ, დროებით კომისიებში, საბჭოებსა თუ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა) განხორციელებისას. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის ოცი რიცხვიდან მიმდინარე თვის არაუგვიანეს ოცი რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით. საკრებულო უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრებისათვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა თუ საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივი მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) სხვა წევრების დასწრების ფაქტობრივი მონაცემებისაგან.
მუხლი 3.
საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა:
ხონის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვიურად ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს განკარგულების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდესის გათვალისწინებით ახდენს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას.