სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.12.2021 ბოლო ცვლილება 24.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.120.016382
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/12/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2021 წლის 20 დეკემბერი

ქ. სამტრედია

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ.
 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებულ მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ :

მუხლი 1
დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირება, საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები დანართის 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ’’, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2018  წლის 26 იანვრის №5 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 01/02/2018 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.120.016272).
მუხლი 3
დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობა (დანართი №2).
მუხლი 4
 დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.

 


სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია



დანართი №1

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობა.                  

 

 

იერარქიული რანგი

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი

სარგო

საშტატო რიცხოვნობა

საკრებულოს  პოლიტიკური თანამდებობის პირები

 

საკრებულოს თავმჯდომარე

4510

1

 

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

3410

1

 

საკრებულოს თავმჯდომარის   მოადგილე

2970

2

 

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

2420

5

 

ფრაქციის თავმჯდომარე

2200

2

 

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე

1760

9

 

     

პოლიტიკურ თანამდებობის პირთა რაოდენობა

                            20

 

საკრებულოს  სტრუქტურული ერთეულების პროფესიული საჯარო მოხელეები.

საკრებულოს აპარატი.

 

I რანგი

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - აპარატის  უფროსი

2200

1

 

 

 

 

III  რანგი

მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საორგანიზაციო საკითხებში)

1320

4

III რანგი

მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში

1320

1

III რანგი

მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში)

1320

1

III რანგი

მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საორგანიზაციო საკითხებში)

1210

2

 

სულ:

 

9

                            


დანართი №2

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობა
 

N

შრომითი ხელშეკრულებით დასა ქმებულ პირთა საშტატო ნუსხა

 

სარგო (ლარი)

1

საკრებულოს თავმჯდომარის მდივანი

1

900

2

მძღოლი

1

1300

3

დამლაგებელი

1

500

 

სულ;

3