1. ამ წესების მიღებამდე დადებული ხელშეკრულების ან გაცემული ლიცენზიის პირობებსა და ამ წესების დებულებებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის შემთხვევაში, რომელიც ეხება, მაგრამ არ შემოიფარგლება გადაწყვეტილებების მიღებასთან, გეგმების დამტკიცების პროცედურასთან, დავების გადაწყვეტასა და საბადოს ერთობლივ დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხებით, გამოიყენება შესაბამისი ხელშეკრულების და მისი დადების დროს მოქმედი წესების დებულებები და პირობები.
2. კონფლიქტი არსებულად არ ჩაითვლება მხოლოდ იმიტომ, რომ ხელშეკრულება არაფერს ამბობს იმ საკითხზე, რომელიც დარეგულირებულია ამ წესების კონკრეტული დებულებებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე ეხება ნავთობის და გაზის შესახებ კანონის ამოქმედებამდე დადებულ ხელშეკრულებას, თუ ამ წესების დებულებები მატერიალურ ზეგავლენას ახდენს ინვესტორის ხელშეკრულებით ან ლიცენზიით გათვალისწინებულ უფლებებზე, ინტერესებსა და შეღავათებზე. ოპერატორს შეუძლია აირჩიოს ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი წესების ნაცვლად გამოყენებულ იქნეს ეს წესებ