1. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს ნავთობის ეროვნული კომპანიის მონაწილეობას საკოორდინაციო კომიტეტში, ნავთობისა და გაზის ოპერაციების კომერციული და საოპერაციო ასპექტების კონტროლისა და მართვის მიზნით, ვიდრე სახელმწიფო ფლობს ნავთობის ეროვნული კომპანიის აქციების არანაკლებ 75%-ს, სააგენტოს მიერ ნებისმიერი გეგმის განხილვა და დასკვნის გამოტანა საქართველოს კანონებთან, სათანადო ხელშეკრულებასა და ამ წესებთან შესაბამისობის თაობაზე შემოიფარგლება ამ გეგმების მარეგულირებელი (არაკომერციული და არასაოპერაციო) ასპექტებით, როგორებიცაა: რესურსების რაციონალური გამოყენება, გარემოს დაცვა, ტექნიკური უსაფრთხოება და ასეთი გეგმების ტექნიკური სტანდარტები მე-15 მუხლში ჩამოთვლილი სტანდარტების, ნორმებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების შესაბამისად. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სააგენტო იტოვებს უფლებას ზედამხედველობა და კონტროლი გაუწიოს ნავთობის ეროვნულ კომპანიაზე დელეგირებულ საოპერაციო და კომერციულ საქმიანობას.
2. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო აღარ ფლობს ნავთობის ეროვნული კომპანიის აქციების 75%-ს, მაშინ სააგენტო თავის თავზე იღებს ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ყველა საოპერაციო და კომერციულ მოვალეობებს, ისევე როგორც ყველა მარეგულირებელ ფუნქციას, რომელიც ადრე არ იქნა დელეგირებული, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილ