1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის პირველი მოადგილე. მუნიციაპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს (მათ შორის პირველი მოადგილეს) საკრებულოს თავმჯდოამრის წარდგინებით თავისი შემადგენლობიდან საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევას მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების (მათ შორის პირველი მოადგილის) კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.
3. საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე ან თავმჯდოამრის დავალებით მისი ერთ ერთი მოადგილე.
4. თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანმდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში - საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. თუ საკრეუბლოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული ან მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საკრეუბლოს უხუცესი წევრი.
5. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს (მათ შორის პირველი მოადგილეს) უფლება არა აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები (მათ შორის პირველი მოადგილე) იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარე.
6. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს (მათ შორის პირველი მოადგილეს) უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 101-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.
საკრებულოს ბიუ