1. საკრებულოს კომისიებია:

ა) სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია;

გ) ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისია;

დ) სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისია;

ე) სოციალურ, ჯანდაცვის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომისია.

2. საკრებულოს კომისიათა უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტით და კომისიის დებულებით. კომისიის დებულებას საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზ