უცხო სახელმწიფოებში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ საკონსულო მოსაკრებლის ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაზე გადაანგარიშების წესის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.10.008.005.124
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №8
2002 წლის 16 იანვარი
ქ. თბილისი
უცხო სახელმწიფოებში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ საკონსულო მოსაკრებლის ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაზე გადაანგარიშების წესის შესახებ
„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, უცხო სახელმწიფოებში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ საკონსულო მოსაკრებლის ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაზე გადაანგარიშების წესის განსაზღვრისათვის,ვბრძანებ:
1. უცხო სახელმწიფოებში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ საკონსულო მოსაკრებლის ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაზე გადაანგარიშება მოხდეს ფიქსირებული კონვერტაციის კურსით.
2. კონვერტაციის ფიქსირებული კურსი განისაზღვროს საანგარიშო წლის წინა წლის 1 დეკემბრამდე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ლარის აშშ დოლარის მიმართ უმაღლესი ოფიციალური გაცვლითი კურსისა და ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის აშშ დოლარის მიმართ გაცვლითი კურსის კროსკურსული გადაანგარიშებით. ამასთან, კონვერტაციის ფიქსირებული კურსის განსაზღვრისას, შესაძლო ზარალის თავიდან აცილების მი ზ ნით, გათვალისწინებულ იქნეს ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის აშშ დოლარის მიმართ გაცვლითი კურსი წლიური 20%-იანი დევალვაციის მაჩვენებელი.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 9 ნოემბრის №269 ბრძანება ბათილად იქნეს ცნობილი.
ი. მანაგაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „უცხო სახელმწიფოებში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ საკონსულო მოსაკრებლის ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაზე გადაანგარიშების წესის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.06.2010.
- როდის იქნა მიღებული „უცხო სახელმწიფოებში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ საკონსულო მოსაკრებლის ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაზე გადაანგარიშების წესის შესახებ“?
- „უცხო სახელმწიფოებში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ საკონსულო მოსაკრებლის ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაზე გადაანგარიშების წესის შესახებ“ მიღებულია 16.01.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №8. სარეგისტრაციო კოდი — 220.010.040.10.008.005.124.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „უცხო სახელმწიფოებში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ საკონსულო მოსაკრებლის ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაზე გადაანგარიშების წესის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 02.06.2010-დან.
- სად არის „უცხო სახელმწიფოებში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ საკონსულო მოსაკრებლის ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაზე გადაანგარიშების წესის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.06.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „უცხო სახელმწიფოებში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ საკონსულო მოსაკრებლის ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაზე გადაანგარიშების წესის შესახებ“, №8, 16.01.2002, სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.10.008.005.124 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/53206/