წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.12.2021 ძალადაკარგული 24.01.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.155.016370
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/12/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2021 წლის 22 დეკემბერი

ქ. წალკა

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“,  „დ.ე“ ქვეპუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტისა და „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის  საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების რანგირება, საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეების რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ” წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის  №5 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 23/01/2018, 010260020.35.155.016262).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი



დანართი
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეების რანგირება, საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები 

პოლიტიკური თანამდებობის პირები

საშტატო ერთეული

თანამდებობრივი სარგო

1

საკრებულოს თავმჯდომარე

1

5065

2

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

1

3850

3

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

2

3520

4

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

5

2400

5

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

 

2200

6

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე

 

1760

საკრებულოს აპარატი

პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელება და რანგი

საშტატო ერთეული

თანამდებობრივი სარგო

1

პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი  (საკრებულოს აპარატის უფროსი)

1

2400

2

მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი)

1

1800

3

საორგანიზაციო განყოფილების  მესამე რანგის პირველი  კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

1

1300

4

საორგანიზაციო განყოფილების  მესამე რანგის მეორე  კატეგორიის უფროსი სპეციალისტი  

1

1200

5

საორგანიზაციო განყოფილების  მესამე რანგის მესამე  კატეგორიის უფროსი  სპეციალისტი  

1

1125

6

მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილების უფროსი)

1

1800

7

სამდივნო განყოფილების  მესამე რანგის პირველი  კატეგორიის უფროსი  სპეციალისტი  

1

1300

8

სამდივნო განყოფილების  მესამე რანგის მესამე  კატეგორიის უფროსი  სპეციალისტი  

1

1125