აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამების, ინოვაციების და ტექნოლოგიების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.12.2021
ძალაში შესვლა 01.01.2022
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016453
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2021
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია | აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამების, ინოვაციების და ტექნოლოგიების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2021 წლის 28 დეკემბერი
აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამების, ინოვაციების და ტექნოლოგიების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამების,ინოვაციების და ტექნოლოგიების სამსახურის დებულება.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგელა ხოშტარია
დანართი
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამების, ინოვაციების და ტექნოლოგიების სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
მერიის პროგრამების, ინოვაციების და ტექნოლოგიების სამსახური
1. მერიის პროგრამების, ინოვაციების და ტექნოლოგიების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალი პროექტების, პროგრამების, ინოვაციური და სხვა ღონისძიებების მხარდაჭერას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.
4. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. აბაშა, ტ. დარასელიას ქ. №1
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებისაგან და განყოფილების მოხელეებისაგან .
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია :
ა) ინოვაციებისა და პროგრამების მართვის განყოფილება;
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი , რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება -მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი .
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან .
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით . განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის უფლება -მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ -ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება -მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით . განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და მოხელის კარიერის მართვა განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახურის ფუნქციებია:
ა) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სფეროზე ორიენტირებული პროექტებისა და პროგრამების განხილვა და მომზადება;
ბ) ინოვაციური პროექტებისა და პროგრამების მომზადება და განხორციელების ხელშეწყობა და სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადება;
გ) კრეატიული ინდუსტრიის განვითარების და ტექნოლოგიების ხელშეწყობა;
დ) სამსახურის მიერ ხელშეწყობილი პროექტებისა და პროგრამების განხორციელების შესახებ ანგარიშის მომზადება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
ვ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მერიაში მოქმედი კომისიების, საბჭოების, სამუშაო ჯგუფების შეკრებებისა და მუშაობის ორგანიზება, სამსახურში შემოსული და სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების წარდგენის უზრუნველყოფა;
ზ) ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურეობის შემუშავება;
თ) მეწარმეებისა და სტარტაპების მხარდჭერა;
ი) ტრენინგებისა და კონსულტაციების ორგანიზება ინოვაციური იდეების განვითარების ხელშეწყობის მიზნით;
კ) თანამშრომლობა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, ინვესტიციების და ინოვაციური პროექტების მოზიდვის მიზნით;
ლ) ადგილობრივი მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება; მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზება პროფესიული განათლების სტიმულირება;
მ) ინოვაციური ტექნოლოგიების პოპულარიზაციის მიზნით მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო-საკომუნიკაციო კამპანიის ორგანიზება.
მუხლი 4🔗.
ინოვაციებისა და პროგრამების მართვის განყოფილების ფუნქციები
ინოვაციებისა და პროგრამების მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სფეროზე ორიენტირებული პროექტებისა და პროგრამების განხილვა და მომზადებას;
ბ) ინოვაციური პროექტებისა და პროგრამების მომზადება და განხორციელების ხელშეწყობას და სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადებას;
გ) კრეატიული ინდუსტრიის განვითარების და ტექნოლოგიების ხელშეწყობას;
დ) სამსახურის მიერ ხელშეწყობილი პროექტებისა და პროგრამების განხორციელების შესახებ ანგარიშის მომზადებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღებას;
ვ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მერიაში მოქმედი კომისიების, საბჭოების, სამუშაო ჯგუფების შეკრებებისა და მუშაობის ორგანიზებას, სამსახურში შემოსული და სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების წარდგენის უზრუნველყოფას;
ზ) ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურეობის შემუშავებას;
თ) მეწარმეებისა და სტარტაპების მხარდჭერას;
ი) ტრენინგებისა და კონსულტაციების ორგანიზებას ინოვაციური იდეების განვითარების ხელშეწყობის მიზნით;
კ) თანამშრომლობას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, ინვესტიციების და ინოვაციური პროექტების მოზიდვის მიზნით;
ლ) ადგილობრივი მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამების შემუშავებას; მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზებას პროფესიული განათლების სტიმულირებას;
მ) ინოვაციური ტექნოლოგიების პოპულარიზაციის მიზნით მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო-საკომუნიკაციო კამპანიის ორგანიზებას.
მუხლი 5🔗
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.