წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 სექტემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 |
|
2021 წლის 29 დეკემბერი ქ. წყალტუბო |
1. მითითებული დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა
განესაზღვროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებისათვის (ზღვრული ოდენობა) თვეში 675 ლარის – საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს 15%-ის ოდენობით:
ა) საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში, საკრებულოს მიერ შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მისაღებად – 300 ლარის ოდენობით;
ბ) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის – 200 ლარის ოდენობით;
გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან თვის განმავლობაში არანაკლებ ორი შეხვედრისათვის – 175 ლარის ოდენობით.
2. მითითებული დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკრებულოს წევრი, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს სხდომაზე, თითოეული სხდომის გაცდენისათვის დაუკავდება 100 ლარი, ხოლო ცალკეული ორგანოების (კომისია, ფრაქცია, დროებითი სამუშაო ჯგუფი) სხდომების არასაპატიო მიზეზით თითოეული გაცდენისათვის – 50 ლარი“
3. მითითებული დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საკრებულოს წევრს ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის მაქსიმალურად განსაზღვრულ ოდენობაზე ნაკლები შეხვედრის ჩატარებისათვის ანაზღაურება შეუმცირდეს 87.5 ლარის ოდენობით“.
4. მითითებული დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლში გამოყენებული სიტყვები „მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური“ შეიცვალოს სიტყვებით „მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.“.
|