1. დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და  სრულყოფილ  დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში;

2. პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ მატერიალური დახმარების გაცემას     სოციალურად დაუცველი ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა არის:

ა) 1 000 ქულიდან 30 000 ქულის ჩათვლით - 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით;

ბ) 30 001 ქულიდან 65 000 ქულის ჩათვლით -  350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

გ) 65 001 ქულიდან 100 000 ქულის ჩათვლით - 300 (სამასი) ლარის ოდენობი