ა) განცხადება;
ბ) ბენეფიციარის ან/და მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ან/და ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ (ამონაწერის გაცემის თარიღი არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს) (ამ პროგრამის მე-4 მუხლის 1 პუნქტის შემთხვევაში);
დ) მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ამ პროგრამის მე-4 მუხლის 2 და 3 პუნქტის შემთხვევაში);
ე) ბავშვის(ების) დაბადების მოწმობა (ამ პროგრამის მე-4 მუხლის 2, 3, 5 ქვეპუნქტის შემთხვევაში);
ვ) მშობლების გარდაცვალების მოწმობები (ამ პროგრამის მე-4 მუხლის 2 პუნქტის შემთხვევაში);
ზ) სსე აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შშმ სტატუსის შესახებ (ამ პროგრამის მე-4 მუხლის 3 პუნქტის შემთხვევაში);
თ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV/100) (ამ პროგრამის მე-4 მუხლის 3 პუნქტის შემთხვევაში);
ი) ვეტერანის მოწმობა (ამ პროგრამის მე-4 მუხლის 4 პუნქტის შემთხვევაში);
კ) წერილი ან/და ცნობა ბავშვის რეინტეგრაციაში ყოფნის შესახებ (ამ პროგრამის მე-4 მუხლის 5 პუნქტის შემთხვევაში);
ლ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შესახებ (ამ პროგრამის მე-4 მუხლის 6 პუნქტის შემთხვევაში);
მ) საბანკო რეკვიზიტებ