📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ

მიღების თარიღი 29.12.2021
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016356
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 312 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტისლიკვიდაციის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 97% 05.02.2021 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ლიკვიდაციის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 05.06.2025 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ ჩამოყალიბების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 90% 23.04.2025 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 88% 04.04.2017 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − საქართველოს საკანონმდებლო მაცნისათვის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისას განსხვავებული პირობების დადგენის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 88% 03.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №33 2021 წლის 29 დეკემბერი  ქ. თბილისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ მუხლი 1🔗 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის პირველი პუნქტის, 103-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 104-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების, „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის 25-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის, მე-14 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: 1. ლიკვიდირებულ იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი). 2. დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ფინანსთა და  ეკონომიკის სამინისტრო. 3. დეპარტამენტის ლიკვიდაცია განახორციელოს დეპარტამენტის უფროსმა (ვახტანგ ჯგუბურია). 4. დეპარტამენტის უფროსმა (ვახტანგ ჯგუბურია) – დეპარტამენტის ლიკვიდაციის მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკადრო, მატერიალურტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, დეპარტამენტის  ბალანსზე რიცხული ქონების სრული ინვენტარიზაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის გადაცემა, ასევე, სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა. 5. აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ლ. თევზაია), დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით უზრუნველყოს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის წარმოდგენა. 6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 13 სექტემბრის №24 დადგენილება – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტის შექმნის შესახებ“. 7. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ  (ლ. თევზაია). მუხლი 2🔗 1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. 2.  დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის 1 აპრილიდან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე