მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (10)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 |
|
2021 წლის 30 დეკემბერი ქ. მცხეთა |
|
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2021 წლის 30 დეკემბერი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის, 84-ე მუხლისა და 121-ე მუხლის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-19 მუხლისა და ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა და საშტატო ნუსხა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №3 დადგენილება (matsne.gov.ge, 010250050.35.153.016375, 21/11/2017).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ელოშვილი
დანართი
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები
N
რანგი
თანამდებობის დასახელება
საშტატო რიცხოვნობა
თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები (ლარი)
1
საკრებულოს თავმჯდომარე - პოლიტიკური თანამდებობის პირი
1
4500
2
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე - პოლიტიკური თანამდებობის პირი
1
3400
3
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - პოლიტიკური თანამდებობის პირი
2
2900
4
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე - პოლიტიკური თანამდებობის პირი
5
2400
5
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე-პოლიტიკური თანამდებობის პირი
2
2200
6
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე - პოლიტიკური თანამდებობის პირი
8
1800
7
I
საკრებულოს აპარატის უფროსი -
- პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1
2200
8
II
საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი -
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1
1800
9
III
საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების
მეორე კატეგორიის
უფროსი სპეციალისტი
2
1320
10
IV
საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების
მეორე კატეგორიის
უმცროსი სპეციალისტი
1
990
11
II
საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი -
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1
1800
12
III
საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების პირველი კატეგორიის
უფროსი სპეციალისტი
1
1320
13
III
საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
2
1320
14
II
საკრებულოს აპარატის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი -
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1
1800
15
III
საკრებულოს აპარატის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
3
1320
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები
N
შრომითი ხელშეკრულებით დაკავებული პოზიცია
ხელშეკრულებით გათვალისწინებული პოზიციის რაოდენობა
თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი
(ლარი)
1.
საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე
2
1800
2.
საკრებულოს ქონების მართვის, აგრარულ და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ასისტენტი
1
1320
3.
მძღოლი
1
1200