საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ღია კაფეს მოწყობის მიზნით გადაცემული მიწის ნაკვეთების მოიჯარეთა მიმართ ზოგიერთი ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

მიღების თარიღი 27.12.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №80
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016645
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2021
matsne.gov.ge 543 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, სარგებლობის უფლებით გადაცემული უძრავი ქონების მოსარგებლეთა მიმართ ზოგიერთი ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 27.12.2021 დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მეზვრიანთკარში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის, შესახვევებისა და ჩიხებისთვის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 27.11.2020 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 26.02.2021 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 24.03.2023 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 11.04.2018

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ღია კაფეს მოწყობის მიზნით გადაცემული მიწის ნაკვეთების მოიჯარეთა მიმართ ზოგიერთი ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულება №80  2021 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოში  ახალი  კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ღია კაფეს მოწყობის მიზნით გადაცემული მიწის ნაკვეთების მოიჯარეთა მიმართ ზოგიერთი ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 75-ე მუხლის  „დ.ვ“ და „დ.ზ“ ქვეპუნქტების, 127​2 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-78 დადგენილებით დამტკიცებული მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ასევე, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ №322 დადგენილების გათვალისწინებით, ასევე, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ღია კაფეს მოწყობის მიზნით გადაცემული მიწის ნაკვეთების მოიჯარეთა მიმართ ზოგიერთი ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 30 ივნისის  №21.909.1018 განკარგულების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, პირდაპირი განკარგვის ფორმით, იჯარის უფლებით, ღია კაფეს მოწყობის მიზნით გადაცემული მიწის ნაკვეთების მოიჯარეთათვის (შემდგომში – „მოიჯარე“), 2021 წლის 1 თებერვლიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე შესაბამისი იჯარის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საიჯარო ქირა შეიცვალოს და განისაზღვროს 0 (ნული) ლარის ოდენობით, გარდა ამ განკარგულებით  გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. მოიჯარეს, რომელმაც 2021 წლის 1 თებერვლიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე ფაქტობრივად გადაიხადა/გადაიხდის საიჯარო ქირას/ქირის ნაწილის ან/და ამავე  პერიოდზე საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო დარიცხულ პირგასამტეხლოს, გადახდილი ქირა/ქირის ნაწილი/პირგასამტეხლო ჩაეთვალოს მომავალი გადაუხდელი პერიოდის საიჯარო ქირის ანგარიშში (ასეთის არსებობის შემთხევაში), გადახდილი პერიოდის პროპორციულად. 3. მოიჯარეს, რომელსაც გადახდილი აქვს 2021 წლის 1 თებერვლიდან პერიოდზე საიჯარო ქირა/ქირის ნაწილი და იჯარის ხელშეკრულების ვადა იწურება 2023 წლის 1 იანვრამდე, ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე დარჩენილ გადაუხდელ პერიოდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საიჯარო ქირა შეეცვალოს და განესაზღვროს 0 (ნული) ლარის ოდენობით. 4. მოიჯარეს, რომელსაც გადაუხდელი აქვს 2021 წლის 1 თებერვლიდან პერიოდზე საიჯარო ქირა/ქირის ნაწილი და იჯარის ხელშეკრულება შეუწყდა/ვადა ამოეწურა ამ განკარგულების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 30 ივნისის  №21.909.1018 განკარგულების გამოცემის მომენტამდე, 2021 წლის 1 თებერვლიდან შესაბამისი ხელშეკრულების შეწყვეტამდე/ვადის ამოწურვამდე გადაუხდელ პერიოდზე საიჯარო ქირა შეეცვალოს და განესაზღვროს 0 (ნული) ლარის ოდენობით და გათავისუფლდეს შესაბამისი პირგასამტეხლოსგან. 5. გადახდილი საიჯარო ქირა და პირგასამტეხლო არ ექვემდებარება დაბრუნებას. 6. მიეცეს თანხმობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას მოიჯარეთა მიმართ ზოგიერთი ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელების მიზნით, გაათავისუფლოს მოიჯარეები შესაბამისი იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული/დასაკისრებული პირგასამტეხლოსგან 2021 წლის 1 თებერვლიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე, 7. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ხელშემწყობი ღონისძიებები აისახოს იმ ქვემოიჯარეებზე, რომელთაც უძრავი ქონება სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვთ ამ განკარგულებით გათვალისწინებული მოიჯარისაგან, პროპორციულობისა და სამართლიანობის პრინციპების გათვალისწინებით, შესაბამის მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. 8. ამ განკარგულებებით გათვალისწინებული ხელშემწყობი ღონისძიებები ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 30 ივნისის  №21.909.1018 განკარგულების გამოცემის მომენტისათვის მოქმედ, ასევე, ამ განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის ხელშეკრულებებზე. 9. „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ღია კაფეს მოწყობის მიზნით გადაცემული მიწის ნაკვეთების მოიჯარეთა მიმართ ზოგიერთი ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ 2021 წლის 15 ივნისის №216 განკარგულება გამოცხადდეს ძალადაკარგულად. 10. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე                 გიორგი ტყემალაძე .