ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1487.3 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2022 წლის პროექტი

02 00

ინფრასტრუქტურის განვითარება

1,487.3

02 01

საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია

212.3

02 02

წყლის სისტემების განვითარება

645.0

02 02 01

წყლის სისტემის რეაბილიტაცია, მშენებლობა, ექსპლუატაცია

180.0

02 02 02

წყლის სისტემის ექსპლოატაცია

465.0

02 03

გარე განათება

530.0

02 03 01

გარე განათების ქსელის ექსპლოტაცია

200.0

02 03 02

გარე განათების მოწყობა რეაბილიტაცია ექსპლუატაცია

330.0

02 04

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები

-

02 05

მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურება

100.0

ათას ლარში

პროგრამის დასახელება

კოდი

საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია

დაფინანსება ათას ლარში

02 01

212.3

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

წალკის მუნციპალიტეტი

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არის გზები, რომლებსაც წლების განმავლობაში არ ჩატარებია კაპიტალური რემონტი, ასევე არ მომხდარა მათი მიმდინარე შეკეთება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში არსებული დაზიანებული და ამორტიზირებული გზების, სანიაღვრე არხებისა და ტროტუარების კაპიტალური შეკეთება/რეაბილიტაცია.

ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის ექსპლოატაციის, მოვლა-შენახვის სამუშაოები წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყოველწლიურად მიმდინარეობს. სამუშაოები მოიცავს  მუნიციპალური დანიშნულების გზების მოხრეშვა-მოშანდაკებას; ზამთრის პერიოდში გზების თოვლისგან გაწმენდას და სტიქიური მოვლენების პრევენციის მიზნით სამუშაოების ჩატარებას. სამუშაოები შესაძლებელია განხორციელდეს საგზაო ინფრასტრუქტურის იმ მონაკვეთებზე, რომლებზეც წლის განმავლობაში გამოიკვეთება სამუშაოების შესრულების აუცილებლობა. ასევე, გზის გაწმენდითი სამუშაოები შესრულდება საჭიროების შესაბამისად

მიღწეული შედეგი

წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა

მოსახლეობის უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილება

პროგრამის დასახელება

კოდი

წყლის სისტემის რეაბილიტაცია, მშენებლობა, ექსპლუატაცია

დაფინანსება
ათას ლარში

02 02 01

180

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

წალკის მუნიციპალიტეტი

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არის სოფლები რომლებშიც წლების განმავლობაში არ ჩატარებულა წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, ასევე არ მომხდარა მათი მიმდინარე შეკეთება. პროექტის ფარგლებში ხორციელდება სათავე-ნაგებობების მოწყობა, წყალმომარაგების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია.

მოსალოდნელი შედეგი

შესრულებული სამუშაოები გააუმჯობესებს მოსახლეობის წყლით მომარაგებას.

პროგრამის დასახელება

კოდი

წყლის სისტემის ექსპლუატაცია

დაფინანსება
ათას ლარში

02 02 02

465

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ - წალკის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და წყალმომარაგების საწარმო

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხორციელდება სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები კერძოდ: არსებული წყლის სისტემის მაგისტრალის გაწმენდა და დაზიანების აღმოფხვრა. რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში შეძენილია წყლის ტუმბო. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება და ფინანსდება შემდეგი ღონისძიბები:
- მწყობრიდან გამოსული წყლის მილების  შეკეთება და გამოცვლა;
- ამორტიზებული და დაზიანებული ტუმბოების  შეკეთება, ახლით ჩანაცვლება;
- საჭიროების შესაბამისად წყლის ახალი ტუმბოების შეძენა.

ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროა მუნიციპალური ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობები.
შინაარსის ტიპის მიხედვით სასმელი წყლის სისტემების ექსპლოტაციის ქვეპროგრამა მიეკუთვნება მომსახურების მიწოდების ტიპის ქვეპროგრამას, პროგრამის ფარგლებში მომსახურება გაეწევა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას.

მოსალოდნელი შედეგი

აღდგენილი და შეკეთებული წყლის სისტემები ფუნქციონირებს გამართულად. პერიოდულად წარმოქმნილი შეფერხებები აღმოფხვრილია დროულად.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია

დაფინანსება
ათას ლარში

02 03 01

200

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ - წალკის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და წყალმომარაგების საწარმო

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გარე განათებას. შესაბამისად საჭიროა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ქსელის გამართული ფუნქციონირება, მისი პერიოდული შეკეთება. დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელი ფუნქციონირებს ქ. წალკაში , ასევე 42 დასახლებულ პუნქტში. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რომელიც მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქსელში მწყობრიდან გამოსული ნათურების გამოცვლა;
- ამორტიზებული და დაზიანებული განათების ბოძების შეკეთება, ახლით ჩანაცვლება;
- დაზიანებული სადენების აღდგენა, შეკეთება.

მოსალოდნელი შედეგი

მთელი წლის მანძილზე გარე განათების სისტემა ფუნქციონირებს გამართულად. პერიოდულად წარმოქმნილი შეფერხებები აღმოფხვრილია დროულად. მუნიციპალიტეტში გარე განათების ქსელით მოცულია დასახლებული ტერიტორიების 90%.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

გარე განათების მოწყობა რეაბილიტაცია ექსპლუატაცია

დაფინანსება
ათას ლარში

02 03 02

330

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

წალკის მუნიციპალიტეტი

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გარე განათებას. შესაბამისად საჭიროა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულის გარე განათების ქსელის გამართული ფუნქციონირება და ახლის მოწყობას. . ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია (მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულება) და ახალი ქსელის მოწყობა, რომელიც მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
- ახალი გარე სანათების ქსელის მოწყობას ;
- პროგრამა ასევე მოიცავს გარე განათების ქსელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურებას (330.3 ათასი ლარი).

მოსალოდნელი შედეგი

ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

კოდი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები

დაფინანსება
ათას ლარში

02 04

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

წალკის მუნიციპალიტეტი

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული სამუშაოები , რომელიც განხილული და შეჯერებული იქნება თვით მოსახლეობასთან

მოსალოდნელი შედეგი

ქვეპროგრამის ფარგლებში მიიღწევა ყველა ადმინისტრაციული ერთეულში მცხოვრები მოსახლეობის პირობების გაუმჯობესება

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

კოდი

მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურება

დაფინანსება
ათას ლარში

0205

100

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

წალკის მუნიციპალიტეტი

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი რასაც ახორციელებს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შ.პ.ს წალკის მუნიციპალიტეტის ავტოსერვისი

მოსალოდნელი შედეგი

ქ. წალკის და სოფლების დამაკავშირებელი ტრანსპორტი მთელი წლის განმავლობაში გადაადგილდება შეუფერხებლა