დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 415 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათას ლარში

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2022 წლის პროექტი

03 00

დასუფთავება და გარემოს დაცვა

415.0

03 01

დასუფთავება და ნარჩენების გატანა

365.0

03 02

გარემოს დაცვის ღონისძიება

50.0

პროგრამის დასახელება

კოდი

დასუფთავება და ნარჩენების გატანა

დაფინანსება
ათას ლარში

03 01

365

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ - წალკის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და წყალმომარაგების საწარმო

პროგრამის აღწერა და მიზანი

წალკის მუნიციპალიტეტში დასუფთავების ღონისძიბების განხორციელება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით მუნიციპალიტეტი ნაყოფიერად თანამშრომლობს მუნიციპალური განვითარების ფონდთან, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალური განვითარების ფონდის სესხით განხორციელდა ნაგვის ურნების შეძენა. ასევე, მუნიციპალიტეტს გადმოეცა ნაგავმზიდი მანქანები.
დასუფთავების ღონისძიბებთან დაკავშირებული კაპიტალური ხარჯები ძირითდად გაიწევა მუნიციპალური ბიუჯეტის არასაკუთარი შემოსავლებიდან (სესხი, სახელმწიფო ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერი), ხოლო მიმდინარე ხარჯები, ისეთი როგორიცაა ყოველდღიურად ნარჩენების მოგროვება და გატანა ნაგავსაყრელ პოლიგონზე ფინანსდება მუნიციპალლური ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლებიდან, კერძოდ დასუფთავება და ნარჩენების გატანის პროგრამიდან.
პროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ - წალკის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და წყალმომარაგების საწარმო ახორციელებს ქალაქისა და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციული ერთეულებიდან ნაგვის ნარჩენების მოგროვებას და გატანას, რომელსაც ემსახურება 2 ერთეული ნაგვის გამტანი ავტომობილი.

მოსალოდნელი შედეგი

მთელი წლის მანძილზე შეუფერხებლად განხორციელდება ქალაქ  წალკის დასუფთავება და ქალაქიდან ნარჩენების  გატანა; დასუფთავდება მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიები 16 დასახლებული პუნქ