„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 11 სექტემბერის №324 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №799 |
|
2021 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 11 სექტემბერის №324 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11/09/2018, სარეგისტრაციო კოდი: 100110000.22.027.016824) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოსამსახურის წახალისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის გენერალური დირექტორი (შემდგომ – გენერალური დირექტორი), ხოლო ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმის, ასევე გენერალური დირექტორის წახალისების შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი).“; ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-4 მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4 1. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმის გამოყენებაზე (გარდა „გ“−„თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმისა) მოსამსახურეს წარადგენს: ა) გენერალური დირექტორის მოადგილე; ბ) სამსახურის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი; გ) სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი; დ) სამსახურის პენიტენციური დაწესებულების დირექტორი. 2. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმის გამოყენებაზე მოსამსახურეს წარადგენს გენერალური დირექტორი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა მიმართვის საფუძველზე. მინისტრი − გენერალური დირექტორის წახალისების შემთხვევაში, ხოლო გენერალური დირექტორი − გენერალური დირექტორის მოადგილის წახალისების შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს წარდგინების გარეშე. 3. წარდგინებაში აღინიშნება: ა) პირის შესახებ მონაცემები; ბ) პირის წახალისებაზე წარდგენის მიზეზი; გ) პირის სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოების შემთხვევაში − იარაღის მოდელი და ნომერი.“. 3. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის, მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა; გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; დ) სამინისტროს სიგელით დაჯილდოება; ე) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება; ვ) სამინისტროს მედალიონით დაჯილდოება; ზ) სამინისტროს მედლით დაჯილდოება; თ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; ი) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; კ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“ და „22“ პუნქტები: „21. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმის გამოყენების შემთხვევაში, გამოიცემა შესაბამისი ბრძანება, რომელიც გადაეცემა წახალისებულ მოსამსახურეს. მოსამსახურის წახალისების ბრძანება შეიტანება მის პირად საქმეშიც. 22. წახალისების შესახებ ბრძანებაში, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მონაცემებისა, ასევე აღინიშნება: ა) პირის შესახებ მონაცემები; ბ) პირის წახალისების მიზეზი; გ) წახალისების სახე (სახეები), მოსამსახურისათვის წახალისების სახით ფულადი ჯილდოს მიცემის შემთხვევაში − ოდენობა, ხოლო სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოების შემთხვევაში − იარაღის მოდელი და ნომერი.“. 4. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს. 5. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პირის სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით მოსამსახურის დაჯილდოების შესახებ ბრძანება შესასრულებლად ეგზავნება სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს შტაბს.“. 6. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 მუხლი: „მუხლი 12. წახალისების დროებითი წესი 1. 2022 წლის 1 იანვრამდე, ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს გენერალური დირექტორი. 2. 2022 წლის 1 იანვრამდე, წახალისების ფორმის (გარდა ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმისა) გამოყენების თაობაზე მოსამსახურეს წარადგენს აგრეთვე სამსახურის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი. წარდგინებაში აღინიშნება პირის წახალისებაზე წარდგენის მიზეზი. წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენების შემთხვევაში, გამოიცემა შესაბამისი ბრძანება, რომელიც გადაეცემა წახალისებულ მოსამსახურეს. მოსამსახურის წახალისების ბრძანება შეიტანება მის პირად საქმეშიც.“. 7. №1 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 8 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.
|
|





