საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის სარგებლობაში არსებული სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.12.2021 ბოლო ცვლილება 23.09.2022
ნომერი
№86
სარეგისტრაციო კოდი
140060000.22.034.017188
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (5 მუხლი)
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №86

2021 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის სარგებლობაში არსებული სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხის დამტკიცების შესახებ

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის სარგებლობაში არსებული სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის თანდართული ნუსხა.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 აპრილიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური



დანართი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის სარგებლობაში არსებული სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხა

მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) მეხანძრე-მაშველის სარგებლობაში არსებული სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხა (შემდგომ − სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხა) განსაზღვრავს იმ სახანძრო და საავარიო-სამაშველო/სამაშველო ავტომობილების, ტექნიკის, მოწყობილობების, ინსტრუმენტების, ეკიპირებისა და სხვა საშუალებების (შემდგომ − სპეციალური საშუალება) ჩამონათვალს, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ხანძრის ჩაქრობისას ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას.

2. სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხის დამტკიცების მიზანია სპეციალური საშუალებების ჩამონათვალის განსაზღვრით ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ეფექტიანობის უზრუნველყოფა.

მუხლი 2. სპეციალური საშუალებების რაოდენობის განსაზღვრა

1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამის დანაყოფში სპეციალური საშუალებების საჭირო რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესაბამისად, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ეფექტიანად განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე.

2. სპეციალური საშუალებების საჭირო რაოდენობას განსაზღვრავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი.

მუხლი 3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხა

1. სახანძრო და საავარიო-სამაშველო/სამაშველო ავტომობილებია:

ა) სახანძრო ავტოცისტერნა;

ბ) სახანძრო ავტოტუმბო;

გ) სახანძრო ავტოკიბე და ავტოამწე;

დ) სახანძრო სახელოების ავტომობილი;

ე) კავშირგაბმულობის ავტომობილი;

ვ) სახანძრო ავტოსატუმბი სადგური;

ზ) კვამლსაწინააღმდეგო სახანძრო ავტომობილი;

თ) სახანძრო მოტოტუმბო;

ი) საავარიო-სამაშველო/სამაშველო ავტომობილი.

2. მეხანძრე-მაშველის ეკიპირებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებია:

ა) სპეციალური დამცავი ტანსაცმელი;

ბ) მხედველობის და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, მათი ექსპლუატაციისათვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარი;

გ) დიელექტრიკული ელექტროდამცავი საშუალება;

დ) ფოლადის მავთულის საჭრელი მაკრატელი;

ე) სახანძრო და საავარიო-სამაშველო/სამაშველო ავტომობილების დამიწების მოწყობილობა;

ვ) ერთჯერადი კომბინიზონი.

3. საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო სისტემებია:

ა) სტაციონარული რადიო სადგური;

ბ) საავტომობილო რადიო სადგური;

გ) პორტატული რადიო სადგური;

დ) „GPS თრექერი“;

ე) მობილური ტელეფონი („სმარტფონი“);

ვ) თანამგზავრული მობილური ტელეფონი;

ზ) მიწის ზედაპირიდან სხვადასხვა ფრენის სიმაღლის და პოტენციური ენერგიის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდი (საფრენი აპარატი „დრონი“);

თ) ელექტრო გენერატორი.

4. სახანძრო ტექნიკური აღჭურვილობა და მოწყობილობებია:

ა) ჰაერმექანიკური ქაფის გენერატორი;

ბ) სხვადასხვა სახის სახანძრო ლულა;

გ) მაგისტრალური ქაფშემრევი;

დ) წყლის შემკრები;

ე) დამხშობი თავაკი;

ვ) ჰიდროელევატორი;

ზ) სხვადასხვა დიამეტრის სახანძრო სახელო და სახელოს თავაკი;

თ) შემწოვი სახელო;

ი) შემწოვი ბადე;

კ) სახანძრო სახელოს ბოგირი;

ლ) ცეცხლმაქრი;

მ) ჰიდრანტიდან წყლის ასაღები სვეტი და მოწყობილობა;

ნ) სამკაპი;

ო) ხანძრის ჩასაქრობი ზურგჩანთა;

პ) კვამლგამწოვი;

ჟ) სითბოს ფიქსირების ოპტიკურ-ელექტრონული ხელსაწყო „თბოვიზორი“.

5. საავარიო-სამაშველო/სამაშველო აღჭურვილობა, მოწყობილობები და ინსტრუმენტებია:

ა) სხვადასხვა დანიშნულების საავარიო-სამაშველო კიბე;

ბ) სამაშველო გასაბერი ბალიში;

გ) ძებნისათვის განკუთვნილი სპეციალური ხელსაწყო;

დ) სამაშველო იზოთერმული გადასაფარებელი;

ე) ხელის არამექანიზირებული და მექანიზირებული ინსტრუმენტები.

6. სამთო-სამაშველო ეკიპირება, აღჭურვილობა და მოწყობილობებია:

ა) სპეციალური სამთო ტანსაცმელი;

ბ) დასაშვებ-დამზღვევი და ასასვლელ-დამჭერი მოწყობილობები;

გ) სხვადასხვა სახის სამაშველო თოკი.

7. წყალზე და წყალქვეშა საძიებო-სამაშველო სამუშაოებისათვის განკუთვნილი აღჭურვილობა და მოწყობილობებია:

ა) მცურავი საშუალება;

ბ) წყალქვეშ საძიებო სამუშაოებისათვის განკუთვნილი აღჭურვილობა და მოწყობილობა ან/და სხვა საშუალებები, რომლებიც გამიზნულია მათი ფუნქციონირებისათვის.

8. ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე (შემდგომ - ქბრბ ინციდენტი) რეაგირების სპეციალური აღჭურვილობა და მოწყობილობებია:

ა) რადიაციის დეტექტირებისა და იდენტიფიკაციის სხვადასხვა ტიპის ხელსაწყო;

ბ) ქბრბ ინციდენტზე რეაგირების ინდივიდუალური დაცვის საშუალება (A, B, C);

გ) დეკონტამინაციის სპეციალური საშუალება;

დ) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაღვრაზე რეაგირების საშუალება.

9. სამედიცინო საშუალებები და მოწყობილობებია:

ა) პირველადი და გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჩანთა;

ბ) სხვადასხვა ტიპის საკაცე;

გ) სხვადასხვა სახისა და ზომის ფიქსატორი.

10. ხანძრის ჩაქრობისას ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის მიერ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მის სარგებლობაში არსებული სხვა სპეციალური საშუალებები, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლით.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის სარგებლობაში არსებული სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის სარგებლობაში არსებული სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.09.2022.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის სარგებლობაში არსებული სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხის დამტკიცების შესახებ“?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის სარგებლობაში არსებული სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 31.12.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №86. სარეგისტრაციო კოდი — 140060000.22.034.017188.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის სარგებლობაში არსებული სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 23.09.2022-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის სარგებლობაში არსებული სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის სარგებლობაში არსებული სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.09.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის სარგებლობაში არსებული სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხის დამტკიცების შესახებ“, №86, 31.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 140060000.22.034.017188 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.09.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5342553/