„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
Ordinance of the Government of Georgia (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №640 |
|
2021 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად გაცემულ იმ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერებსა (ფორმა №IV-50/4) და, შესაბამისად, ამ ამონაწერებით გათვალისწინებულ სტატუსებს, რომელთა საფუძველზე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მორიგი გადამოწმების და/ან მოქმედების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 1 დეკემბერი და შემდგომი პერიოდი, შეუნარჩუნდეთ იურიდიული ძალა 2022 წლის 1 აპრილამდე. ამ ვადის განმავლობაში უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამისი სახელმწიფო გასაცემლის გაცემის უწყვეტობა, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ ადმინისტრირება განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი პირობებით.“.
2. მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
3. მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი წლის „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ „ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“, „ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის“, „დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“, „განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამისა“ და „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ მხოლოდ დღის ცენტრების კომპონენტის ფარგლებში არსებული მომსახურებების ბენეფიციარებში ან/და დასაქმებულ პერსონალში ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) დადასტურებული შემთხვევების ან/და დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების არსებობისას, მომსახურებას შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება მომსახურების შეჩერების შესახებ არა უმეტეს 14 დღისა, რომლის თაობაზე წერილობით აცნობებს სამინისტროს ან/და სსიპ − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს.“.
|