„ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ივლისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №643 |
|
2021 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების“ (დანართი №1):
ა) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტი.“;
ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, განიხილავს და აანალიზებს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას; შეისწავლის ექსტრემიზმსა და ტერორიზმთან, სეპარატიზმთან ბრძოლის, სახელმწიფო საზღვრის მართვის, მართლწესრიგის, ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ასევე ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს, ახდენს ზემოაღნიშნულ სფეროებში არსებული საფრთხეების იდენტიფიცირებას, შეფასებასა და ანალიზს;“;
გ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტი:
ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას ინფორმაციული უსაფრთხოების/ კიბერუსაფრთხოების საკითხებზე;
ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოების/კიბერუსაფრთხოების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვასა და კოორდინაციას;
გ) უზრუნველყოფს საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაციის მონიტორინგსა და სტრატეგიის შესრულების შედეგების შეფასების ყოველწლიური ანგარიშის შედგენას. ანგარიში წარედგინება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და საქართველოს მთავრობას;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველ კიბერინციდენტზე ერთიან, კოორდინირებულ რეაგირებასა და ამგვარი კიბერინციდენტით გამოწვეული კრიზისული ვითარების პოლიტიკურ დონეზე მართვის მიზნით, შესაბამისი გადაწყვეტილებების მოსამზადებლად, საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის რეკომენდაციების შემუშავებას;
ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის სექტორულ უწყებასთან შეთანხმებით, საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადრეული ინფორმირების მიზნით, უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს კიბერინციდენტის მართვაში, რომელიც შესაძლოა, გადაიზარდოს სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობისთვის, ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველ ფართომასშტაბიან კიბერშეტევაში;
ვ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადრეული ინფორმირების მიზნით, შესაბამისი სექტორული უწყებებიდან გამოითხოვს ინფორმაციას, როგორც ცალკეულ კიბერინციდენტებზე, მოვლენებსა თუ აქტორებზე, ისე ამ მიმართულებით არსებულ განზოგადებულ ვითარებაზე;
ზ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს წინადადებებისა და რეკომენდაციების საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად მომზადებას კიბერინციდენტებით გამოწვეული საფრთხეების პრევენციისა და მათზე რეაგირების კუთხით;
თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კიბერინციდენტების შედეგად მიყენებული ზიანის შემცირებისა და კიბერსივრცეში ქვეყნის მედეგობის უზრუნველყოფის ღონისძიებების შემუშავებისა და გატარების კოორდინაციას;
ი) ახორციელებს საბჭოს აპარატის ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებას, რომელთაც ითვალისწინებს „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი;
კ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივ და საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს სამართალდამცავი/უსაფრთხოების უწყებების ტექნიკური საჭიროებებით მხარდაჭერას;
ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს კიბერ/ ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას, რა მიზნითაც თანამშრომლობს საერთაშორისო და ადგილობრივ აკადემიურ დაწესებულებებთან;
მ) ასრულებს საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს.“;
დ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საბჭოს აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს ყოველთვიურად ეძლევა ფულად სარგოზე (ხელფასზე) დანამატი სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით (წელთა ნამსახურობის დანამატი), შემდეგი პროცენტული ოდენობით:
ა) 1 წლიდან 2 წლამდე ნამსახურობისთვის − 5 პროცენტი;
ბ) 2 წლიდან 5 წლამდე ნამსახურობისთვის − 10 პროცენტი;
გ) 5 წლიდან 10 წლამდე ნამსახურობისთვის − 15 პროცენტი;
დ) 10 წლის ან მეტი ნამსახურობისთვის − 20 პროცენტი.“.
2. „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობები“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან.
|