ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №337 |
|
2019 წლის 17 ივლისი ქ. თბილისი |
1. „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულება“ (დანართი №1).
2. „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თანამდებობრივი საშტატო ნუსხა“ (დანართი №2).
3. „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობები“ (დანართი №3).
|
2. აპარატი საკუთარ საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
3. აპარატს გააჩნია ემბლემა, ბეჭედი და ტიტულოვანი ფურცელი თავისი დასახელებით და სხვა ატრიბუტები.
4. აპარატის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7.
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საბჭოს ინფორმირების მიზნით, ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და საგარეო საფრთხეებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება, შეფასება, ანალიზი და პროგნოზირება;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების განხილვისა და გაანალიზების, შესაბამისი გამოწვევების, რისკებისა და საფრთხეების შეფასების უზრუნველყოფა, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული უსაფრთხოების სფეროებთან დაკავშირებით საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან ინფორმაციის გამოთხოვა;
ვ) საბჭოს სხდომებისა და სხდომის ოქმების მომზადების უზრუნველყოფა;
ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარების მართვის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
თ) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. საბჭოს აპარატის უფროსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებულია საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.
3. საბჭოს აპარატის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს საბჭოს აპარატს;
ბ) უზრუნველყოფს საბჭოს აპარატის საქმიანობის ორგანიზებას;
გ) მონაწილეობას იღებს საბჭოს სხდომების მომზადებაში;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებსა და სამართლებრივ აქტებს;
ე) საბჭოს მდივანს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის საქმიანობის შესახებ, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა;
ვ) დადგენილი წესით ასრულებს საბჭოს მდივნის ცალკეულ დავალებებს.
4. აპარატის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საბჭოს მდივანთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს აპარატის უფროსი.
ა) შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტი;
ბ) თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტი;
გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
დ) კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი).
2. შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტში შედის შემდეგი სამმართველოები:
ა) შიდა უსაფრთხოების საკითხთა სამმართველო;
ბ) საგარეო უსაფრთხოების საკითხთა სამმართველო;
გ) სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხთა სამმართველო.
3. შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტი:
ა) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, განიხილავს და აანალიზებს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას; შეისწავლის ექსტრემიზმსა და ტერორიზმთან, სეპარატიზმთან ბრძოლის, სახელმწიფო საზღვრის მართვის, ინფორმაციული უსაფრთხოების, მართლწესრიგის, ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ასევე ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს, ახდენს ზემოაღნიშნულ სფეროებში არსებული საფრთხეების იდენტიფიცირებას, შეფასებასა და ანალიზს;
ბ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, შეისწავლის ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებს, ენერგეტიკის სფეროში შექმნილ ვითარებას; ახორციელებს ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, უსაფრთხოების გარემოს შეფასებას, შესაბამისი საფრთხეების იდენტიფიცირებას, შეფასებასა და ანალიზს;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას ქვეყნის შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხებზე;
დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ცალკეული შიდა და საგარეო პოლიტიკური, ასევე სოციალური, ეკონომიკური, ენერგეტიკული საფრთხეების პრევენციისა და მათზე რეაგირების კუთხით;
ე) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სწავლობს და აანალიზებს საერთაშორისო კონფლიქტების ზონებში არსებულ მდგომარეობას, ამუშავებს მოვლენათა შესაძლო განვითარების სცენარებს და აფასებს შესაბამის გამოწვევებს, რისკებსა და საფრთხეებს;
ვ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, უზრუნველყოფს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხის განხილვას;
ზ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული კომუნიკაციის შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას;
თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ერთიანი შიდა და საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვასა და კოორდინაციას;
ი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას;
კ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვას სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან;
ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
4. თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტი:
ა) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, შეისწავლის სახელმწიფო თავდაცვის სფეროში არსებულ ვითარებას, ახორციელებს ქვეყნის წინაშე არსებული სამხედრო ხასიათის საფრთხეების შეფასებასა და ანალიზს;
ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას სამხედრო ხასიათის საფრთხეებსა და სახელმწიფო თავდაცვის სფეროს მიკუთვნებულ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ, რომლებიც სახელმწიფო თავდაცვის სფეროს უკავშირდება;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს წინადადებების შემუშავებას სახელმწიფო თავდაცვის სფეროში საქართველოსთვის საფრთხის შემცველ ცალკეულ მოვლენათა შედეგების თავიდან აცილებისა და აღმოფხვრისთვის;
ე) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, საერთაშორისო კონფლიქტების ზონებში არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად, შეიმუშავებს წინადადებებს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობის სფეროში საქართველოს ჩართულობისა და კოლექტიური თავდაცვის სისტემებთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ;
ვ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, უზრუნველყოფს რეკომენდაციების შემუშავებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის საკითხებზე;
ზ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების სახეობებთან, შემადგენლობასა და რაოდენობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას;
თ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, უზრუნველყოფს სახელმწიფო თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების საკითხების განხილვას;
ი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან მისი უშუალო საფრთხის შემთხვევაში უზრუნველყოფს საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხის განხილვას;
კ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვას სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან;
ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
5. ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
ა) საბჭოს აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შემუშავებულ ცალკეულ საკითხებზე ახორციელებს საბჭოს სხდომების, მათი დღის წესრიგის პროექტის მომზადებასა და სხდომაზე მისაწვევი პირების ინფორმირებას, ასევე აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო ჩანაწერებს;
ბ) ახორციელებს აპარატის საპროტოკოლო უზრუნველყოფას;
გ) აპარატში უზრუნველყოფს საიდუმლოების რეჟიმის დაცვას;
დ) ახორციელებს საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას;
ე) ახორციელებს აპარატში ადამიანური რესურსების მართვის უზრუნველყოფას;
ვ) ახორციელებს აპარატის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფას;
ზ) ახორციელებს აპარატის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
თ) ახორციელებს აპარატის საქმიანობის ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ი) უზრუნველყოფს საბჭოს/მისი აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმართვას;
კ) ასრულებს საბჭოს მდივნის ცალკეულ დავალებებს.
6. კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი):
ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს რეკომენდაციების შემუშავებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარების პოლიტიკურ დონეზე მართვის მიზნით, შესაბამისი გადაწყვეტილებების მოსამზადებლად;
ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველ ყველა ტიპის კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმების შემუშავების კოორდინაციას;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს კრიზისული ვითარების დროს სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობის ორგანიზებას;
დ) უზრუნველყოფს ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირებას, რომელიც ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარების დროს აქტიურდება და საიდანაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ვითარებას პოლიტიკურ დონეზე მართავს;
ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე;
ვ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს წინადადებებისა და რეკომენდაციების საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად მომზადებას, ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების, ეკოლოგიური და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების პრევენციისა და მათზე რეაგირების კუთხით;
ზ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვასა და კოორდინაციას;
თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საომარი მდგომარეობის, ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული კატასტროფების, ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი სხვა კრიზისული ვითარების შედეგად მიყენებული ზიანის შემცირების და ქვეყნის მედეგობის უზრუნველყოფის ღონისძიებების შემუშავებისა და გატარების კოორდინაციას;
ი) ასრულებს საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს.
1. საბჭოს აპარატის მოსამსახურე იღებს შრომის ანაზღაურებას (ხელფასს).
2. საბჭოს აპარატის მოსამსახურის, რომელსაც არ ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება, შრომის ანაზღაურების წესი განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით. 3. საბჭოს აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის ფულადი სარგო (ხელფასი) შედგება თანამდებობრივი სარგოსგან, რომლის ოდენობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა და აგრეთვე წოდებისთვის დადგენილი (წოდებრივი) სარგოსგან. 4. წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთი განისაზღვრება შემდეგი სახით:
5. საბჭოს აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს ყოველთვიურად ეძლევა ფულად სარგოზე (ხელფასზე) დანამატი სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით (წელთა ნამსახურობის დანამატი), შემდეგი პროცენტული ოდენობით: ა) 1 წლიდან 2 წლამდე ნამსახურობისთვის − 5 პროცენტი; ბ) 2 წლიდან 5 წლამდე ნამსახურობისთვის − 10 პროცენტი; გ) 5 წლიდან 10 წლამდე ნამსახურობისთვის − 15 პროცენტი; დ) 10 წლის ან მეტი ნამსახურობისთვის − 20 პროცენტი. 6. მოსამსახურეს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) ერიცხება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. 7. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საბჭოს აპარატის მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის ხარჯები − 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. 8. საბიუჯეტო ასიგნებების გათვალისწინებით, საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, გარდაცვლილი მოსამსახურის ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს შესაძლებელია, მიეცეს ერთჯერადი მატერიალური ან/და ფულადი დახმარება. 9. დაღუპულ/გარდაცვლილ მოსამსახურეზე ფაქტობრივად გაცემული შრომის ანაზღაურება (თანამდებობრივი სარგო), დანამატი, კომპენსაცია და პრემია არ ექვემდებარება დაბრუნებას. 10. საბჭოს აპარატის მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) მძიმე დაზიანებისას − 7 000 (შვიდი ათასი) ლარი; ბ) ნაკლებად მძიმე დაზიანებისას − 4 000 (ოთხი ათასი) ლარი; გ) მსუბუქი დაზიანებისას − 2 000 (ორი ათასი) ლარი. |
შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტი
თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტი
ადმინისტრაციული დეპარტამენტი
კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი)
სულ: 46 . |
|
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 196 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული:
1. „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულება“ (დანართი №1). 2. „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თანამდებობრივი საშტატო ნუსხა“ (დანართი №2). 3. „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობები“ (დანართი №3).დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 7 ივნისიდან.პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
დანართი №1 ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულება მუხლი 1. ზოგადი დებულებანი