„ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ივლისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №115 |
|
2023 წლის 20 მარტი ქ. თბილისი |
1. „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების“ (დანართი №1):
ა) მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, უზრუნველყოფს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხის განხილვას;“;
ბ) მე-4 მუხლის:
ბ.ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) ჰიბრიდული საფრთხეების სამმართველო.“;
ბ.ბ.) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტი:
ა) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, განიხილავს და აანალიზებს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას; შეისწავლის ექსტრემიზმსა და ტერორიზმთან, სეპარატიზმთან ბრძოლის, სახელმწიფო საზღვრის მართვის, მართლწესრიგის, ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ასევე ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს, ახდენს ზემოაღნიშნულ სფეროებში არსებული საფრთხეების იდენტიფიცირებას, შეფასებასა და ანალიზს;
ბ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, შეისწავლის ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებს, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროებში შექმნილ ვითარებას; ახორციელებს ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, უსაფრთხოების გარემოს შეფასებას, შესაბამისი საფრთხეების იდენტიფიცირებას, შეფასებასა და ანალიზს;
გ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს ჰიბრიდულ საფრთხეებზე ერთიანი სახელმწიფო ხედვის ფორმირების ხელშეწყობას და შესაბამის ინსტიტუციურ კოორდინაციას; ახორციელებს ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებისთვის საჭირო ინსტიტუციური მექანიზმების განვითარების ხელშეწყობას ეროვნულ დონეზე;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას ქვეყნის შიდა, საგარეო, სოციალური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების საკითხებსა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე;
ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ცალკეული შიდა და საგარეო პოლიტიკური, ასევე სოციალური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, გარემოსდაცვითი და ჰიბრიდული საფრთხეების პრევენციისა და მათზე რეაგირების კუთხით;
ვ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სწავლობს და აანალიზებს საერთაშორისო კონფლიქტების ზონებში არსებულ მდგომარეობას, ამუშავებს მოვლენათა შესაძლო განვითარების სცენარებს და აფასებს შესაბამის გამოწვევებს, რისკებსა და საფრთხეებს;
ზ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული კომუნიკაციის შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას; ეროვნულ დონეზე, დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლის მიმართულებით, სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემების განვითარების ხელშეწყობას;
თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ერთიანი შიდა, საგარეო, სოციალურ-ეკონომიკური, ენერგეტიკული და გარემოსდაცვითი უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვასა და კოორდინაციას;
ი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას;
კ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვას სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან;
ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“.
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობები“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ივლისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.03.2023.
- როდის იქნა მიღებული „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ივლისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ივლისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 20.03.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №115. სარეგისტრაციო კოდი — 130000000.10.003.023948.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ივლისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ივლისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ივლისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.03.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ივლისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №115, 20.03.2023, სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.023948 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.03.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5755168/