„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2020 წლის 22 სექტემბრის № ს-44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში"
დირექტორის
ბრძანება №ს-97
2021 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2020 წლის 22 სექტემბრის № ს-44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აწარმოე საქართველოში დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. შეიცვალოს „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აწარმოე საქართველოში“ (შემდგომში - სააგენტო) დირექტორის 2020 წლის 22 სექტემბრის № ს-44 ბრძანების დანართი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
2. ბრძანების შესრულებაზე ზედამხედველობა დაევალოს სააგენტოს მიკრო მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მის.: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2).
სსიპ-ის - „აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელი ირაკლი გაბრიაძე
დანართი
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის N365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები/აქტივობები და განხორციელების ვადები
№
განსახორციელებელი ეტაპების
(ღონისძიებების/აქტივობების) ჩამონათვალი
ღონისძიებების /აქტივობების განხორციელების ვადები
1
განაცხადების (ბიზნესიდეების) მიღება
05.10.2020-26.10.2020
2
განაცხადების (ბიზნესიდეების) გადარჩევა
05.10.2020-08.11.2020
3
განაცხადების (ბიზნესიდეების) ეტაპის გამარჯვებულების გამოვლენა
08.11.2020-24.11.2020
4
განაცხადების (ბიზნესიდეების) ეტაპის შედეგების გასაჩივრება
24.11.2020-26.11.2020
5
განაცხადების (ბიზნესიდეების) ეტაპის საჩივრების განხილვა
24.11.2020-10.12.2020
6
ტრენინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან ბიზნეს გეგმის შედგენაში
24.11.2020-18.12.2020
7
პროექტების (ბიზნესგეგმები) მიღება
01.12.2020-25.12.2020
8
პროექტების (ბიზნესგეგმები) შეფასება
01.12.2020-18.01.2021
9
გასაუბრება პოტენციურ ბენეფიციარებთან
08.12.2020-08.02.2021
10
დაფინანსებამდე მონიტორინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან
15.02.2021-15.03.2021
11
პროექტების (ბიზნესგეგმები) შეფასების გასაჩივრება
06.04.2021-08.04.2021
12
პროექტების (ბიზნესგეგმები) შეფასების საჩივრების განხილვა
08.04.2021-28.04.2021
13
ბენეფიციარებთან ხელშეკრულების გაფორმება
07.04.2021-21.05.2021
14
ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის შესრულების მონიტორინგი
12.04.2021-30.06.2021[1]
15
ბენეფიციარებისათვის თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვა
12.04.2021-30.08.2021
16
ბენეფიციარების მხრიდან თანადაფინანსების თანხის ხარჯვა
12.04.2021-18.10.2021[2]
17
თანადაფინანსების თანხის ხარჯვის მონიტორინგი
19.05.2021-30.10.2021
18
დამატებითი ტრენინგები
19.04.2021-30.11.2021
19
ბენეფიციარების საბოლოო მონიტორინგი
20.09.2021-25.11.2021
20
ბენეფიციარების დამატებითი მონიტორინგი
15.02.2021-30.11.2021
21
სააგენტოს მხრიდან დაფინანსებული პროექტების მონიტორინგი
28.02.2022-ის ჩათვლით
[1] თანამონაწილეობის შესრულების მონიტორინგის განხორციელების ბოლო ვადა შესაძლოა 2021 წლის 30 ივნისის ნაცვლად განისაზღვროს 2021 წლის 20 აგვისტო, მხოლოდ იმ ბენეფიციარების მიმართ, რომლებიც ვადის გადაწევის თაობაზე დასაბუთებული მოთხოვნით მიმართავენ სააგენტოს მიმდინარე წლის 10 აგვისტომდე.
[2] თანადაფინანსების თანხის ხარჯვის ბოლო ვადა შესაძლოა 2021 წლის 18 ოქტომბრის ნაცვლად განისაზღვროს 2021 წლის 30 ნოემბერი, მხოლოდ იმ ბენეფიციარების მიმართ, რომლებიც ვადების გადაწევის თაობაზე დასაბუთებული მოთხოვნით მიმართავენ სააგენტოს მიმდინარე წლის 5 ნოემბრამდე.