საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის ბრძანება სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –„აწარმოე საქართველოში“ დირექტორის ბრძანება №ს-27 |
|
2020 წლის 5 მაისი ქ. თბილისი |
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ 122 მუხლის მე-2 პუნქტის, 128 მუხლისა და და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებები/აქტივობები და ვადები დამტკიცდეს დანართის შესაბამისად. 2. სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ფარგლებში დანართით განსაზღვრული ჩასატარებელი ღონისძიებები და აქტივობები განხორციელდეს ორ ეტაპად (შემდგომში – ფაზა): 2.1. სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ფარგლებში დანართით განსაზღვრული ჩასატარებელი ღონისძიებების და აქტივობების პირველი ფაზა განხორციელდეს 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში; 2.2. სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ფარგლებში დანართით განსაზღვრული ჩასატარებელი ღონისძიებების და აქტივობების მეორე ფაზა განხორციელდეს 2020 წლის 17 აგვისტოდან 2021 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში. 3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის დეპარტამენტს. 4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მის.: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2.) დანართი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები/აქტოვობები და განხორციელების ვადები
სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი
|