1. პროგრამის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სრულად, პროგრამის ფარგლებში.

2. პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში, ექიმის/პარამედიკოსის და ექთნის/უმცროსი ექიმის ანაზღაურების საკითხი განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, განმახორციელებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (სამედიცინო ტრანსპორტირება):

ა) „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეფერალური დახმარება – კრიტიკული და გადაუდებელი მდგომარეობების რეფერალური შემთხვევების მართვის, ადგილზე კონსულტაციის, მდგომარეობის სტაბილიზაციისა და პაციენტთა ტრანსპორტირების დაფინანსება, განმახორციელებლის (გადაუდებელი დახმარების ცენტრის) მიერ ხორციელდება შემდეგნაირად:

ა.ა) სამედიცინო დახმარება რეანიმობილით (კონსულტაცია, სტაბილიზაცია, ტრანსპორტირება):

ა.ა.ა) 25 კმ-იანი ზონა – 79 ლარი;

ა.ა.ბ) 150 კმ-იანი ზონა – 373 ლარი;

ა.ა.გ) 250 კმ-იანი ზონა – 553 ლარი;

ა.ბ) სამედიცინო დახმარება (კონსულტაცია):

ა.ბ.ა) 25 კმ-იანი ზონა – 44 ლარი;

ა.ბ.ბ) 150 კმ-იანი ზონა – 266 ლარი;

ა.ბ.გ) 250 კმ-იანი ზონა – 444 ლარი;

ა.გ) ამ პუნქტის „ა.ა.ბ“, „ა.ა.გ“, „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდების ერთეული შემთხვევის თანმხლები კონსულტაცია – 50 ლარი;

ა.დ) კოვიდ ინფიცირებული პაციენტის სამედიცინო დახმარება რეანიმობილით (კონსულტაცია, სტაბილიზაცია, ტრანსპორტირება):

ა.დ.ა) 25 კმ-იანი ზონა – 104 ლარი;

ა.დ.ბ) 150 კმ-იანი ზონა – 398 ლარი;

ა.დ.გ) 250 კმ-იანი ზონა – 578 ლარი;

ბ) „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების (გარდა გადაუდებელი დახმარების ცენტრისა) დაფინანსება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს შესაბამისად;

გ) „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების დაფინანსება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.

4. პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით.

5. პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის (პროგრამა „მომავლის ბანაკით“ განსაზღვრული ღონისძიებები) ფარგლებში:

ა) თითოეულ ბანაკს ყოველთვიურად ემსახურება ერთი ექიმი და ერთი ექთანი. ყოველთვიურად ექიმის მინიმალური სახელფასო ფონდი განისაზღვრება 750 ლარით, ხოლო ექთნის მინიმალური სახელფასო ფონდი – 555 ლარით;

ბ) თითოეული ბანაკისათვის ყოველთვიურად შეისყიდება არაუმეტეს 1000 ლარის ღირებულების მედიკამენტები და სამედიცინო დანიშნულების საგნები.

6. პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის ფარგლებში, ყოველთვიურად ექიმის/პარამედიკოსის მინიმალური სახელფასო ფონდი განისაზღვრება 650 ლარით, ხოლო ექთნის/უმცროსი ექიმის მინიმალური სახელფასო ფონდი – 455 ლარით.

7. პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის (პროგრამა „საზაფხულო სკოლებით“ განსაზღვრული ღონისძიებები) ფარგლებში:

ა) თითოეულ სკოლას ყოველთვიურად ემსახურება ერთი ექიმი და ერთი ექთანი. ყოველთვიურად ექიმის მინიმალური სახელფასო ფონდი განისაზღვრება 750 ლარით, ხოლო ექთნის მინიმალური სახელფასო ფონდი – 555 ლარით;

ბ) თითოეული სკოლისთვის ყოველთვიურად შეისყიდება არაუმეტეს 1000 ლარის ღირებულების მედიკამენტები და სამედიცინო დანიშნულების საგნები.

8. პროგრამის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში:

ა) სოფლის ერთი ექიმის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება თვეში 850 ლარის ოდენობით (ამასთან, 2022 წლის 15 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით – 511 ლარის ოდენობით);

ბ) ერთი ექთნის/ფერშლის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება თვეში 655 ლარის ოდენობით (ამასთან, 2022 წლის 15 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით – 404 ლარის ოდენობით).

9. პროგრამის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლის დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, დანართი 17.1.5-ის შესაბამისა