1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია გადაუდებელი დახმარების ცენტრი.
2. პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში, მიმწოდებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს:
ა) სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიწოდების ორგანიზებისათვის უკაბელო ალტერნატიული ინფორმაციის გადაცემათა საშუალებები;
ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, არანაკლებ დანართი 17.1.1-ით განსაზღვრული ბრიგადების რაოდენობით. თითოეული ბრიგადა წარმოდგენილი უნდა იყოს ქვემოთ ჩამოთვლილი პერსონალის რომელიმე კომბინაციით:
ბ.ა) ექიმი/პარამედიკოსი, უმცროსი ექიმი, მძღოლი;
ბ.ბ) ექიმი/პარამედიკოსი, ექთანი, მძღოლი;
ბ.გ) 2 (ორი) პარამედიკოსი;
გ) მუნიციპალიტეტის დონეზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები მუდმივად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბრიგადების შესაბამისი რაოდენობის სანიტარიული ავტომობილით.
3. პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია გადაუდებელი დახმარების ცენტრი და პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ და მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.
4. პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი პირი ვალდებულია:
ა) ჩაერთოს მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით შესყიდულ ერთიან ცენტრალიზებულ თავსებად GPS სისტემაში;
ბ) სრულად ასახოს შემთხვევის შესახებ ინფორმაცია (განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად) „კატასტროფების მართვის ელექტრონულ პროგრამაში“;
გ) ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია ასახოს „კატასტროფების მართვის ელექტრონულ პროგრამაში“ არაუგვიანეს შემთხვევის დასრულებიდან 24 საათისა;
დ) მუდმივ მზადყოფნაში ჰყავდეს პროგრამაში ჩართული (3 და მეტი ბრიგადის არსებობის შემთხვევაში) ბრიგადების არანაკლებ 2/3-ისა.
5. პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
6. პროგრამის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება დანართი 17.1.3-ისა და დანართი 17.1.4-ის შესაბამისად:
ა) განმახორციელებლის მიერ დაკონტრაქტებული ფიზიკური პირები – სოფლის ექიმი, სოფლის ექთანი/ფერშალი;
ბ) ს/ს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანება“, რომლის მიერ ხორციელდება ფიზიკურ პირ სოფლის ექიმის, ექთნის/ფერშლის დაკონტრაქტება;
გ) შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“.
7. პროგრამის განმახორციელებელი და ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რაოდენობის საექიმო და საექთნო პუნქტების დაკომპლექტება შესაბამისი კვალიფიკაციის კადრით.
8. განმახორციელებლის ან ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიმწოდებლის მიერ დაკონტრაქტებული სოფლის ექიმი, ექთანი/ფერშალი რეგისტრირებული უნდა იყოს გადამხდელად საგადასახადო ორგანოში.
9. პროგრამის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოფლის ექიმი, სოფლის ექთანი/ფერშალი:
ა) უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ბ) ვალდებულია, პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით, დაუყოვნებლივ და წერილობით აცნობოს განმახორციელებელს ან ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მიმწოდებელს მომსახურების გაწევის შემაფერხებელი საპატიო გარემოებები, მათ შორის, დროებითი შრომისუუნარობის ფაქტი და ამ გარემოებების შესაძლო ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც განმახორციელებელი ან ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიმწოდებელი უზრუნველყოფს მის ჩანაცვლებას, ან ახალი მიმწოდებლის შერჩევას;
გ) თავისუფლდება ვალდებულების შესრულებისგან განმახორციელებელთან ან ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მიმწოდებელთან წინასწარი შეტყობინებისა და შეთანხმების საფუძველზე ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მხარეებს შორის არსებული/გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების ხანგრძლივობის პროპორციულად, ყოველ თვეზე არაუმეტეს 2 (ორი) კალენდარული დღისა, რომლის გამოყენება შესაძლებელია ნაწილ-ნაწილ ან უწყვეტად, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს ამ პუნქტით განსაზღვრული დღეების ჯამური ოდენობის ½-ისა.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენების შემთხვევაში, განმახორციელებელი ან ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიმწოდებელი უზრუნველყოფს მის ჩანაცვლებას მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ამასთან, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის პირობების შეჩერების მიუხედავად, სოფლის ექიმზე, სოფლის ექთანზე/ფერშალზე გაიცემა ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება.
11. პროგრამის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელია გადაუდებელი დახმარების ცენტრი.
12. პროგრამის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება განისაზღვრება დანართი 17.1.5-ის შესაბამისა