1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებების დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება დანართი №21.1-ით განსაზღვრული მომსახურების ტარიფების გათვალისწინებით, ამასთან:

ა) პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება მატერიალიზებული ვაუჩერის/თანხმობის წერილის მეშვეობით, დადგენილი ტარიფის ფარგლებში სრულად, ფაქტობრივი ხარჯის გათვალისწინებით;

ბ) პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება განხორციელდება მატერიალიზებული ვაუჩერის/თანხმობის წერილის მეშვეობით, დადგენილი ტარიფის ფარგლებში, არაუმეტეს 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით (პაციენტის თანაგადახდა შეადგენს არაუმეტეს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს), ფაქტობრივი ხარჯის გათვალისწინებით.

2. საბიუჯეტო წლის განმავლობაში მოსარგებლეს შესაძლოა დაუფინანსდეს თითოეული მომსახურება მხოლოდ ერთჯერადად.

3. ამ წესის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საქართველოს ფარგლებს გარეთ გაწევის შემთხვევაში, თუ მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება წერილობით უარს აცხადებს მატერიალიზებული ვაუჩერის/თანხმობის წერილის საფუძველზე მომსახურება გაუწიოს მოსარგებლეს, პროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია მოსარგებლის/მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ წინასწარ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის (ანგარიშფაქტურა) საფუძველზე, განახორციელოს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსებ