1. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი მოიცავს ასევე COVID-19-ით ინფიცირებაზე საეჭვო შემთხვევებს წინასწარი კლინიკური შეფასების საფუძველზე, COVID-19-ზე სპეციფიკური ტესტირების გარეშე.

2. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „ზ“, „კ“ და „ს“ ქვეპუნქტების მიმწოდებელი ვალდებულია, შესაბამისი საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარადგინოს განმახორციელებელთან არაუგვიანეს შესრულებული სამუშაოს თვის მომდევნო თვის 25 რიცხვისა.

3. განმახორციელებელი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილოს შემდეგი თვის დოკუმენტაციასთან ერთად, დადგენილი წესით. ამასთან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში, გარდა მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტისა, ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ პროგრამით განსაზღვრული პირობებით გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 3 საანგარიშგებო თვეზე მეტი. ხოლო მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ პროგრამით განსაზღვრული პირობებით გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 4 საანგარიშგებო თვეზე მეტი.

4. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს COVID-19-ის დადასტურებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების სისხლის ნიმუშების მოგროვება და შენახვა, შემდგომში ლუგარის ცენტრში დაარქივების მიზნით, ცენტრის გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციის/წესის შესაბამისად.

5. COVID-19-ის მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების საწყისი ჰოსპიტალური მკურნალობის შემდეგ სამედიცინო მეთვალყურეობისა და იზოლირებულ პირობებში მკურნალობის დასრულებისთვის საკარანტინე სასტუმროში გადაყვანილი პაციენტების ხელახალი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებზე არ გავრცელდეს ამ პროგრამების მე-16 მუხლის მე-7 პუნქტი.

6. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.თ“ ქვეპუნქტით:

ა) განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლებად ავტომატურად ითვლებიან საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებები და ასევე „სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებები;

ბ) განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ბ.ა) მართოს მის დაწესებულებაში დარეგისტრირებულ ბენეფიციარები ან მიაწოდოს მომსახურება უბნობრივ/ტერიტორიული პრინციპით, მინისტრის 2020 წლის 4 აპრილის №01-150/ო ბრძანებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად:

ბ.ბ) მომსახურება გაწიოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული „COVID-19-ის მსუბუქად მიმდინარე ფორმის მქონე პაციენტების იზოლაციის პირობებში სამედიცინო მეთვალყურეობის განხორციელების ალგორითმის“ შესაბამისად;

გ) განსაზღვრულ მომსახურებასთან დაკავშირებული ადმინისტრირების წესი და პირობები მტკიცდება სააგენტოს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

7. მე-4 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ანაზღაურება სამედიცინო დაწესებულებებზე გაიცემა განმახორციელებელთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

8. მე-3 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის ლოჯისტიკასთან დაკავშირებული წესები და პირობები მტკიცდება ცენტრის დირექტორის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით.

9. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული COVID-19-ის დიაგნოსტიკა განხორციელდება „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებით განსაზღვრული ჯგუფებისთვის, ამავე განკარგულებით დადგენილი პირობების შესაბამისად.“.

10. პულირების (დაჯგუფების) გზით პჯრ ტესტირებას ექვემდებარება „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებით განსაზღვრული ჯგუფები, გარდა შემდეგი ჯგუფებისა:

ა) შემთხვევის სტანდარტული განმარტებით მოცული შემთხვევები, მათ შორის:

ა.ა) „საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებ“ შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში მოხვედრილი პაციენტები;

ა.ბ) ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრილი პაციენტი პნევმონიის დიაგნოზით ან ცხელებით მიმდინარე შემთხვევა, თუ ამავდროულად აღენიშნება რესპირაციული დაავადების ნიშნები, ან, ექიმის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ცხელების და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები (მათ შორის, ამბულატორიულად მისული პაციენტის ტესტირება, ტესტირების შედეგის მიღებამდე თვითიზოლაციის პირობების მკაცრი დაცვით);

ა.გ) „სეზონური გრიპისა და COVID-19-ის შემთხვევათა იდენტიფიცირებისა და სწორი მართვის/რეფერალის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აპრილის №01-150/ო ბრძანებით (შემდგომში – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აპრილის №01-150/ო ბრძანება) განსაზღვრულ ამბულატორიულ დაწესებულებებში მოხვედრილი ცხელებით მიმდინარე შემთხვევა, თუ ამავდროულად აღენიშნება რესპირაციული დაავადების ნიშნები, ან, ექიმის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ცხელების და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები (ტესტირების შედეგის მიღებამდე თვითიზოლაციის პირობების მკაცრი დაცვით).

ბ) დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, მხოლოდ თვითიზოლაციის ან/და კარანტინში ყოფნის (დადასტურებულ შემთხვევასთან ბოლო კონტაქტიდან 12 დღე) პერიოდში, მინიმალური – დაავადების ერთ-ერთი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ექიმის ან/და ეპიდემიოლოგის გადაწყვეტილებით.

11. კორონავირუსზე პჯრ ტესტირებისთვის გაერთიანებული ნიმუშების (Pool) ტესტირების პროტოკოლი მტკიცდება ცენტრის გენერალური დირექტორის სამართლებრივი აქტით.

12. იმ ლაბორატორიებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან პროგრამის ფარგლებში პჯრ ტესტირების მომსახურების მიმწოდებლებად, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ჯგუფების ტესტირება ნებადართულია მხოლოდ პულირების (დაჯგუფების) მეთოდით და პჯრ ტესტირების მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება მე-4 მუხლის „გ.ბ.გ“ და „გ.ბ.დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.

13. COVID-19-ზე პჯრ დიაგნოსტიკაში ჩართულ ლაბორატორიებში საკვლევი ნიმუშების ლოჯისტიკის მართვის მიზნით:

ა) ლაბორატორიები ვალდებული არიან ცენტრში წარადგინონ ინფორმაცია მათი ლაბორატორიული სიმძლავრეების თაობაზე (არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, პერსონალი, სამედიცინო დაწესებულებებთან აღებული ვალდებულებები), ასევე მასში შესული ცვლილებების თაობაზე, ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) ცენტრი უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №01-26/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „COVID-19-ზე ტესტირების აღრიცხვის ელექტრონულ მოდულში” – ფორმა IV-14/2-ში, ლაბორატორიების მიერ მოწოდებული ინფორმაციების საფუძველზე, საკვლევი ნიმუშების ზღვრული ოდენობების რეგისტრაციას;

გ) ლაბორატორიების მიერ მათზე რეგისტრირებულ (5%-ზე მეტი ოდენობით) ნიმუშებზე კვლევის შედეგების რეგისტრაციის ზედიზედ ორი დღის მანძილზე დაგვიანების შემთხვევაში, ცენტრი უზრუნველყოფს ლაბორატორიაზე რეგისტრირებული საკვლევი ნიმუშების მიღების ზღვრული რაოდენობების შემცირებას 25%-ით, რომლის დაბრუნება საწყის ოდენობაზე ხორციელდება ხარვეზების აღმოფხვრიდან არანაკლებ 96 საათის შემდეგ;

დ) ლაბორატორიის თანამშრომლების ინფიცირების ან სხვა პრობლემებით სერვისების შეფერხების რისკის შემთხვევაში, ლაბორატორია დროებით აჩერებს საქმიანობას ცენტრთან შეთანხმებით, აღნიშნული შეფერხების აღმოფხვრამდე.

ე) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს მიეცეთ უფლება, განახორციელონ პჯრ კვლევისათვის ბიოლოგიური მასალის აღება და/ან ანტიგენის სწრაფი ტესტით ტესტირება შემდეგ ჯგუფებში: თავშესაფრების ბენეფიციარები და მომვლელები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები, სახლში ლოგინად ჩავარდნილი და გადაადგილების უნარშეზღუდული პირები, ცენტრის მითითებით, ის ჯგუფები, რომლებიც არ არიან მოცული სხვა დაწესებულებების მიერ ტესტირების სერვისით;

14. მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვისთვის საჭირო საშუალებების (მ.შ.: იდს, ტესტები, მედიკამენტები, ავეჯი, ტექნიკა, ტრანსპორტი და სხვა)/მომსახურების შესყიდვა ასევე ხორციელდება მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების მართვის“ განმახორციელებელი ჯგუფის (PIU) მიერ.

15. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს დაწესებულებაში დასაქმებული იმ პერსონალის (რეანიმატოლოგი, ინფექციონისტი, თერაპევტი და სხვა ექიმი სპეციალისტი, უმცროსი ექიმი, ექთანი, სანიტარი) დამატებითი ანაზღაურება (საშუალო ხელფასის არანაკლებ 50%-ისა), რომელიც ჩართულია ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების მართვაში.

16. მე-3 მუხლის „ს“ ქვეპუნქტით:

ა) განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლებად ავტომატურად ითვლებიან საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებები და ასევე „სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებები;

ბ) განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლებმა უნდა უზრუნველყონ ჯანდაცვის ერთიანი ელექტრონული სისტემის იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში ბენეფიციარებისა და მათთვის ჩატარებული კონსულტაციის თაობაზე ინფორმაციის სრულად აღრიცხვა;

გ) განსაზღვრულ მომსახურებასთან დაკავშირებული ადმინისტრირების წესი და პირობები მტკიცდება სააგენტოს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

დანართი N21

ორგანოთა ტრანსპლანტაცია

(ძვლის ტვინის და ღვიძლის ტრანსპლანტაცია)

(პროგრამული კოდი 27 03 03 1