1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოსარგებლეა საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი:

ა) რომელიც „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) შესაბამისი ბრძანების შესაბამისად, განსაზღვრულია როგორც შესაძლო ან სავარაუდო შემთხვევა, ექვემდებარება კარანტინს (იზოლაციას გამოყოფილ სივრცეში); ან/და

ბ) ცხელების მქონე პირი, რომელსაც COVID-19-ზე ტესტირებით მიღებული აქვს უარყოფითი პასუხი ან/და „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვა“ − კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) შესაბამისად, განსაზღვრულია როგორც მსუბუქად მიმდინარე შემთხვევა და ექვემდებარება იზოლაციას სამედიცინო მეთვალყურეობის მიზნით.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოსარგებლეა საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში მოთავსებული საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები; ასევე, ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირის ხელშეწყობისა და დიასპორაში ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით მოსარგებლეები არიან ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღების მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ პროგრამის განმახორციელებელთან წარდგენილი სიის შესაბამისად. კერძოდ:

ა) უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს საჯარო/კერძო სკოლის მოსწავლეები, მოსწავლის და ამავდროულად თანამემამულის სტატუსით, ან თანამემამულის სტატუსის მქონე პირის არასრულწლოვანი შვილები, მოსწავლის სტატუსით;

ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტი ან პროფესიული სტუდენტი, რომელიც არის თანამემამულის სტატუსის მქონე ან ასეთი სტატუსის მქონე პირის ოჯახის წევრი (მეუღლე, შვილი, და ან ძმა);

გ) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისა და თანამემამულის სტატუსის მქონე პირების უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ მოსარგებლეებს.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტების მოსარგებლეა:

ა) საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, მიუხედავად მოქალაქეობის სტატუსისა;

ბ) „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით (შემდგომში − №164 განკარგულება) განსაზღვრული ნაცვალგების პრინციპით ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული პირები, მიუხედავად მოქალაქეობის სტატუსისა; რომლებსაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აუნაზღაურდებათ №164 განკარგულების №2 დანართის შენიშვნის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული PCR კვლევა;

გ) №164 განკარგულებით განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლის ოჯახის წევრს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, საიზოლაციო სივრცის დატოვებისას გათვალისწინებული კვლევების ფარგლებში.

4. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის მოსარგებლეა საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი, ასევე საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, მიუხედავად მოქალაქეობის სტატუსისა და №164 განკარგულებით განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ინფიცირებულია ან/და საეჭვოა COVID-19-ით ინფიცირებაზე და, ამასთან, მისი ოჯახის წევრს (შვილი, მშობელი, მეუღლე) წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული პირები (მოქალაქეობის სტატუსისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად). ამასთან, მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცენტრალიზებულად შესყიდული ან დონაციის გზით მიღებული მედიკამენტებით უზრუნველყოფის ნაწილში დამატებით ბენეფიციარებად გასაზღვრული არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც კოვიდი დაუდასტურდათ საქართველოს ტერიტორიაზე ვიზიტის დროს.

5. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის მოსარგებლეა 18 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი, ასევე №164 განკარგულებით განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლის ოჯახის წევრს (შვილი, მშობელი, მეუღლე) წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე.

6. მოსარგებლე პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახი