ამ დანართის მე-3 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით, ამასთან, „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართვის ღონისძიებებისთვის − არაუმეტეს თვეში 20 000 ლარისა;“;

ბ) „ა.ბ“ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით;

გ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება დადგენილი ტარიფით, ხოლო ლაბორატორიული დიაგნოსტიკისათვის გათვალისწინებული ტესტების (მასტერმიქსისა და ექსტრაქციის კიტები, ასევე ანტიგენის სწრაფი ტესტები) ფაქტობრივი ხარჯით, მათ შორის:

გ.ა) „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პჯრ ტესტირებისათვის ბიოლოგიური მასალის აღების მომსახურების ღირებულება – 3 ლარი, სახარჯი მასალით (აპლიკატორი და სინჯარა) მომარაგება უნდა განხორციელდეს შესაბამისი პჯრ ლაბორატორიის მიერ (ცენტრის მიერ გადაცემული სახარჯი მასალით მომსახურების გაწევისას, აღნიშნული სახარჯი მასალის ღირებულება გამოაკლდება ლაბორატორიისათვის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულებას);

გ.ბ) „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება:

გ.ბ.ა) ტესტსისტემების ღირებულების გათვალისწინებით, ინდივიდუალურად ჩატარებული ტესტირების მომსახურების ღირებულება არაუმეტეს 55 ლარისა (მათ შორის, მომსახურების ღირებულება – 20 ლარი, ხოლო ტესტსისტემების ღირებულება (რომელშიც იგულისხმება მხოლოდ ექსტრაქციისა და მასტერმიქსის ღირებულება) ფაქტობრივი ხარჯით – არაუმეტეს 35 ლარისა);

გ.ბ.ბ) ტესტსისტემების ღირებულების გარეშე, ინდივიდუალურად ჩატარებული ტესტირება − 20 ლარი;

გ.ბ.გ) პულირების (დაჯგუფების) მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, ტესტსისტემების ღირებულების გათვალისწინებით, თითოეული ნიმუშის ტესტირების (პულში არაუმეტეს 4 ნიმუშის ტესტირებისას, ერთდროულად 4-ზე მეტი ნიმუშის პულირება დაუშვებელია) ღირებულება არაუმეტეს 30 ლარისა (მათ შორის, მომსახურების ღირებულება – 20 ლარი, ხოლო ტესტსისტემების ღირებულება ფაქტობრივი ხარჯით – არაუმეტეს 10 ლარისა);

გ.ბ.დ) პულირების (დაჯგუფების) მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, ტესტსისტემების ღირებულების გარეშე თითოეული ნიმუშის ტესტირების (პულში არაუმეტეს 4 ნიმუშის ტესტირებისას, ერთდროულად 4-ზე მეტი ნიმუშის პულირება დაუშვებელია) ღირებულება 20 ლარი;

გ.გ) მე-3 მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება, ტესტსისტემების ღირებულების გათვალისწინებით, არაუმეტეს 19 ლარისა (აქედან მომსახურების ღირებულება – 3 ლარი, ხოლო ტესტსისტემების ღირებულება ფაქტიური ხარჯით, არაუმეტეს 16 ლარისა)” ხოლო ტესტსისტემების ღირებულების გარეშე − 3 ლარი;

დ) „გ“ ქვეპუნქტის:

დ.ა) „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 150 ლარისა. ამასთან, ანაზღაურება მოხდება იმ შემთხვევაში, როცა შესაძლო შემთხვევის დიაგნოსტიკას არ მოჰყვება იმავე დაწესებულებაში მე – 3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ და მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტაციონარული მომსახურება;

დ.ბ) „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის (მათ შორის, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, ფსიქიატრიულ მომსახურებასთან დაკავშირებული დიაგნოსტიკის, მკურნალობის, მედიკამენტების, სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურების ჩათვლით) მიხედვით, გარდა კრიტიკული მდგომარეობების მართვის/ინტენსიური თერაპიისა, რომელიც ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით, მაგრამ არაუმეტეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული №1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტარიფისა;

დ.გ) „გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება შემდეგი პრინციპით: თითოეულ დატვირთულ საწოლზე დღიურად არაუმეტეს 100 ლარისა (რაც მოიცავს სამედიცინო პერსონალის ხელფასებს, კომუნალურ და ასევე საკანცელარიო/სამეურნეო ხარჯებს), რასაც ემატება ამავე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხარჯი;

დ.დ) „გ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით; ამასთან, ფაქტობრივი ხარჯი მოიცავს პაციენტის მკურნალობასთან ან/და დიაგნოსტიკასთან დაკავშირებულ ხარჯებს (მათ შორის, კვება), ასევე სამედიცინო პერსონალის ხელფასებს/დანამატებს, კომუნალურ და საკანცელარიო/სამეურნეო ხარჯებს;

დ.ე) „გ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით;

დ.ვ) „გ.ვ“ ქვეპუნქტის ფარგლებში:

დ.ვ.ა) თუ პაციენტის სტაციონირება მოხდა სხვა მიზეზით, შემთხვევა ანაზღაურდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების და ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების (გარდა კოვიდის მართვისა) ფარგლებში, გათვალისწინებული პირობების, თანაგადახდის ოდენობისა და ლიმიტების შესაბამისად, ხოლო COVID-19-თან დაკავშირებული დამატებითი (პირდაპირი) ხარჯები ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით; ამასთან, თუ სტაციონირება გრძელდება COVID-19-ის დიაგნოზით, შემთხვევის დასრულებამდე ანაზღაურება ხდება ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვის პროგრამის ფარგლებში“ შემდეგი პრინციპით: თითოეულ საწოლზე დღიურად არაუმეტეს 100 ლარისა, (რაც მოიცავს სამედიცინო პერსონალის ხელფასებს, კომუნალურ და ასევე საკანცელარიო/სამეურნეო ხარჯებს), რასაც ემატება ამავე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხარჯი;

დ.ვ.ბ) თუ დაწესებულების ბაზაზე მყოფი პაციენტის ძირითად დიაგნოზად ფიქსირდება COVID-19 ან ხდება სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით ინფიცირება, ასეთ შემთხვევებში ანაზღაურება ხდება ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვის პროგრამის ფარგლებში“ შემდეგი პრინციპით: თითოეულ საწოლზე დღიურად არაუმეტეს 100 ლარისა, (რაც მოიცავს სამედიცინო პერსონალის ხელფასებს, კომუნალურ და ასევე საკანცელარიო/სამეურნეო ხარჯებს), რასაც ემატება ამავე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხარჯი;

დ.ზ) იმ შემთხვევაში, თუ მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით არ დადასტურდა COVID-19, მაგრამ პაციენტი საჭიროებს სტაციონარულ მომსახურებას სხვა მიზეზით, შემთხვევა ანაზღაურდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში, დანართ №1.1-ით, დანართ №1.3-ით, დანართ №1.4-ით, დანართ №1.5-ით, დანართ №1.7-ითა და დანართ №1.8-ით გათვალისწინებული პირობების, თანაგადახდის ოდენობისა და ლიმიტების შესაბამისად;

დ.თ) პაციენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში – დაწესებულებებისთვის მომსახურების ღირებულება გადაანგარიშდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს შესაბამისი მომსახურებისთვის დადგენილებით განსაზღვრული ტარიფისა. ამასთან, ქირურგიული მომსახურების შემთხვევაში დაწესებულება, სადაც განხორციელდა ქირურგიული ჩარევა, დაფინანსდება ტარიფის 70%-ით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში, ხოლო თერაპიული მომსახურების შემთხვევაში, კლინიკებს შორის თანხის გადანაწილება მოხდება გატარებული დღეების პროპორციულად;

დ.ი) COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევის სტაციონარული მკურნალობისას, ერთი დაწესებულებიდან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, არ გავრცელდეს ამ პროგრამების მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნა და მიმწოდებელი დაწესებულებების დაფინანსება მოხდეს ამ დანართის მე-4 მუხლის „დ.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს მიხედვით;

დ.კ) „გ.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 30 ლარისა;

დ.ლ) „გ.თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ანაზღაურდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით. ამასთან, მომსახურების ანაზღაურების ერთეულს წარმოადგენს ბინაზე დისტანციურად მართული ერთი კოვიდ დადებითი პაციენტი და შეადგენს 7 ლარს (მ.შ. არანაკლებ 90%-ისა − სახელფასო ფონდი, 10% − ადმინისტრაციული ხარჯი);

ე) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით;

ვ) „ვ“ ქვეპუნქტით გაწეული მომსახურების ანაზღაურება მოხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით;

ზ) „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომელთა მობილიზებული საწოლების რაოდენობა:

ზ.ა) ნაკლებია ან ტოლია 80-ის – აუნაზღაურდება თითოეულ საწოლზე დღიურად 100 ლარი;

ზ.ბ) მეტია 80-ზე – აუნაზღაურდება თითოეულ საწოლზე დღიურად 120 ლარი;

ზ.გ) ამ პუნქტის „ზ.ა“ და „ზ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანხა ანაზღაურდება განმახორციელებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და საწოლების რაოდენობის მიხედვით და მოიცავს სამედიცინო პერსონალის ხელფასებს (გარდა, მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოწვეული კონსულტანტებისა), ასევე ეპიდემიოლოგისა და COVID-19-ის დიაგნოსტიკასთან დაკავშირებული ლაბორატორიული პერსონალის დამატებით ანაზღაურებას (საშუალო ხელფასის არანაკლებ 50%-ისა), კომუნალურ და ასევე საკანცელარიო/სამეურნეო ხარჯებს. ამასთან, აღნიშნული დაწესებულებების მიერ მომსახურების გაწევის (მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება) შემთხვევაში, ფაქტობრივი ხარჯით წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ პაციენტის მკურნალობასთან ან/და დიაგნოსტიკასთან დაკავშირებული ხარჯები (მ.შ., კვების ჩათვლითა და მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოწვეული კონსულტანტების შრომის ანაზღაურება (ასეთის არსებობის შემთხვევაში));

თ) „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ანაზღაურდება განმახორციელებელთან დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით და მოიცავს პერსონალის ხელფასს, მგზავრობისა და სამივლინებო ხარჯებს, საცხოვრებლით უზრუნველყოფას (საჭიროების შემთხვევაში);

ი) „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ანაზღაურდება „საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებ“ მინისტრის შესაბამისი ბრძანებისა და ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით განმახორციელებელთან დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით:

ი.ა) რეანიმაციული საწოლი − თითოეულ საწოლზე დღიურად დამატებით 68 ლარი;

ი.ბ) თერაპიული საწოლი − თითოეულ საწოლზე დღიურად დამატებით 27 ლარი;

ი.გ) ამავე ქვეპუნქტის „ი.ა“ და „ი.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანხა მოიცავს სამედიცინო პერსონალის, კერძოდ: რეანიმატოლოგის, ინფექციონისტის/თერაპევტის/და სხვ., ასევე უმცროსი ექიმის, ექთნის, სანიტრის დამატებით ანაზღაურებას (გარდამინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოწვეული კონსულტანტებისა და მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პერსონალისა), ამასთან, დანამატის ოდენობა განისაზღვრება სთ-ში:

ი.გ.ა) ინფექციონისტი, თერაპევტი და სხვა − არანაკლებ 5 ლარისა;

ი.გ.ბ) რეანიმატოლოგი − არანაკლებ 8 ლარისა;

ი.გ.გ) უმცროსი ექიმი − არანაკლებ 4 ლარისა;

ი.გ.დ) ექთანი − არანაკლებ 3 ლარისა;

ი.გ.ე) სანიტარი − არანაკლებ 1,5 ლარისა;

კ) მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში სამედიცინო პერსონალის დამატებითი ანაზღაურება გაიცემა ამ მუხლის „ი“ ქვეპუნქტის „ი.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.

ლ) პროგრამით განსაზღვრული მომსახურება (გარდა ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ზ“ ქვეპუნქტისა) არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან;

მ) „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის შესყიდვა – გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მეშვეობით, აივ ინფექცია/შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ განსაზღვრული გაერთიანებული საერთაშორისო შესყიდვის აგენტებისა და მექანიზმების მეშვეობით. ჯინექსპერტ აპარატებზე ინფექციების სადიაგნოსტიკო კარტრიჯების ან აპარატების ფუნქციონირებისთვის საჭირო მასალისა და საგარანტიო მომსახურების მწარმოებელი კომპანიისგან შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია, მიმწოდებელი გათავისუფლდეს ხელშეკრულების უზრუნველყოფისა და წინასწარი ანგარიშსწორებით საბანკო ან/და სხვა სახის გარანტიის მოთხოვნისაგან;

ნ) „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროდუქტის სამედიცინო დაწესებულებებისთვის გადაცემისა და განაწილების წესი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით;

ო) „ს“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ანაზღაურდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 20 ლარისა (მ.შ. არანაკლებ 80%-ისა − სახელფასო ფონდი, 20% − ადმინისტრაციული ხარჯი). ამასთან, ექიმისა და ექთნის მიერ კონსულტაციის შედეგად სამიზნე მოსახლეობის:

ო.ა) პირველი დოზით აცრის შემთხვევაში − ანაზღაურება განისაზღვრება 10 ლარით;

ო.ბ) მეორე დოზით აცრის შემთხვევაში − ანაზღაურება განისაზღვრება 10 ლარი