პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:
ა) კარანტინის ღონისძიებების უზრუნველყოფას:
ა.ა) საკარანტინე სივრცეების მართვასა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას, მათ შორის: პერსონალით (ექიმი, ექთანი, სტუდენტი), სამედიცინო დანიშნულების საგნებით, პირადი დაცვის საშუალებებით, მედიკამენტებით (გარდა აჭარის ა/რ ტერიტორიაზე არსებული საკარანტინე სივრცეებისა, რომელთა სამედიცინო პერსონალით და სამედიცინო დანიშნულების საგნებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა განხორციელდება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებული ასიგნებებიდან);
ა.ბ) ამავე ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამედიცინო პერსონალის ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას საჭიროების შემთხვევაში;
ბ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოსტიკის უზრუნველყოფას, ცენტრის გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციის/წესის შესაბამისად, მათ შორის:
ბ.ა) შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღებას შენახვასა და ტრანსპორტირებას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პჯრ ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებლად ცენტრში რეგისტრირებულ იმავე რეგიონში არსებულ უახლოეს ლაბორატორიაში (აღნიშნული ლაბორატორიის მიერ მიწოდებული ბიოლოგიური მასალის ასაღები სახარჯი მასალებით – აპლიკატორი და სინჯარა), ხოლო აღნიშნული პრინციპით შერჩეულ ლაბორატორიაში შესაბამისი სიმძლავრეების გადატვირთულობის შემთხვევაში, სხვა უახლოეს ლაბორატორიაში;
ბ.ბ) COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარებას პჯრ მეთოდით (საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით), მათ შორის, პულირების (დაჯგუფების) გზით პჯრ ტესტირებას ამ დანართის მე-9 მუხლის მე-11 − მე-13 პუნქტებით განსაზღვრული წესით;
ბ.გ) COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარებას ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი/მარტივი მეთოდით (საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით);
გ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვას, მათ შორის:
გ.ა) შესაძლო შემთხვევის დიაგნოსტიკას (გარდა COVID-19-ის დასადგენი ტესტირებისა);
გ.ბ) COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევის მკურნალობას (მ.შ., ამ პროგრამის მიზნებისთვის ცენტრალიზებულად შესყიდული ან დონაციის გზით მიღებული მედიკამენტებით უზრუნველყოფას მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად) ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მობილიზებულ კლინიკებში;
გ.გ) COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევის მკურნალობას (მ.შ., ამ პროგრამის მიზნებისთვის ცენტრალიზებულად შესყიდული ან დონაციის გზით მიღებული მედიკამენტებით უზრუნველყოფას მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად) მობილიზაციის სქემიდან გამორთულ კლინიკებში;
გ.დ) COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების მართვას (მ.შ., ამ პროგრამის მიზნებისთვის ცენტრალიზებულად შესყიდული ან დონაციის გზით მიღებული მედიკამენტებით უზრუნველყოფას მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად) მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრულ „საველე ჰოსპიტლებში“;
გ.ე) საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის ექიმის/კოვიდ სასტუმროს ექიმის მიმართვის საფუძველზე, საიზოლაციო სივრცეში მყოფი (ბინაზე ან კოვიდსასტუმრო) COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზის მქონე ბენეფიციარების ამბულატორიულ დიაგნოსტიკას (COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზის მქონე ორსულების შემთხვევაში, ამბულატორიულ დიაგნოსტიკას ემატება ექიმის კონსულტაცია);
გ.ვ) ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში (გარდა „გ.ბ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი დაწესებულებისა) ამავე დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ადგილზე მართვას (მ.შ., ამ პროგრამის მიზნებისთვის ცენტრალიზებულად შესყიდული ან დონაციის გზით მიღებული მედიკამენტებით უზრუნველყოფას მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად).
გ.ზ) ცენტრალიზებულად შესყიდული ან დონაციის გზით მიღებული მონოკლონური ანტისხეულების ბამლანივიმაბის/ეტესევიმაბის ინფუზია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული COVID-19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტებში მონოკლონური ანტისხეულების „ბამლანივიმაბი/ეტესევიმაბი“ გამოყენებისა და განაწილების წესის შესაბამისად, ამავე ბრძანებით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში.“
გ.თ) 2022 წლის 1 თებერვლიდან COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე დისტანციურ მართვას – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მსუბუქი შემთხვევების მართვა ბინაზე“ – კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) შესაბამისად;
დ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული მულტისისტემური ანთებითი სინდრომით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პირთა ინტრავენური იმუნოგლობულინით უზრუნველყოფას;
ე) COVID-19-ის საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევათა იდენტიფიცირების, სწორი რეფერალის, ბინაზე მეთვალყურეობის, პროცესის მონიტორინგის, ვაქცინაციის ხელშეწყობის ღონისძიებების უზრუნველყოფას, ცენტრალური ონლაინკლინიკების მეშვეობით. მომსახურება მოიცავს ჰოლდინგის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების (არაუმეტეს 400 ერთეულისა) შრომის ანაზღაურებას, ასევე, პროცესის ადმინისტრირებისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების უზრუნველყოფას;
ვ) „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“ სახელმწიფო პროგრამის (დანართი №14) ჰემოდიალიზის კომპონენტით მოსარგებლე ბენეფიციართა ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას დროებითი ღონისძიების სახით, საჭიროების გათვალისწინებით;
ზ) „საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული დაწესებულებების, მობილიზება დადგენილი წესით, სამინისტროს მითითების შესაბამისად;
თ) ფარმაცევტული პროდუქტის (მათ შორის, სოლიდარობის კვლევის ფარგლებში) ლოჯისტიკას, რომელიც მოიცავს:
თ.ა) COVID-19-ის სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტის მიღების, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გაფორმების, ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის უზრუნველყოფას;
თ.ბ) COVID-19-ის სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების უზრუნველყოფას ქ. თბილისში, რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში;
ი) ამ მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიასთან გამყოფი ხაზის მიმდებარედ სოფელ რუხში მდებარე საველე პუნქტში ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურებას;
კ) ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით, ასევე „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული იმ პერსონალის (რეანიმატოლოგი, ინფექციონისტი, თერაპევტი და სხვა ექიმი სპეციალისტი, უმცროსი ექიმი, ექთანი, სანიტარი) დამატებით ანაზღაურებას, რომელიც ჩართულია ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების მართვაში;
ლ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვისთვის საჭირო საშუალებების (მ.შ.: იდს, ტესტები, მედიკამენტები, ავეჯი, ტექნიკა, ტრანსპორტი და სხვა)/მომსახურების შესყიდვას, „ახალი კორონავირუსის შესაძლო შემოტანისა და გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 24 იანვრის №01-18/ო ბრძანებით შექმნილი საკოორდინაციო კომისიის (შემდგომში − საკოორდინაციო კომისია) გადაწყვეტილების შესაბამისად;
მ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის ხელშეწყობისთვის საჭირო ინდივიდუალური დაცვის სპეცაღჭურვილობის, სხვადასხვა სამედიცინო სახარჯი მასალის, კარტრიჯების, ტესტსისტემებისა და სამედიცინო დანიშნულების/ლაბორატორიული აღჭურვილობის შესყიდვას, ასევე, საკოორდინაციო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვისთვის საჭირო საშუალებების (მ.შ. სწრაფი მარტივი ტესტები) და/ან მომსახურების შესყიდვას. აგრეთვე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის ხელშეწყობისთვის ცენტრის მიერ შესყიდული ან/და გადაცემული/მიღებული საქონლის ლოჯისტიკის უზრუნველყოფას, კერძოდ, ტესტების (მათ შორის, ცენტრალიზებულად შესყიდული) შესაბამის დაწესებულებებზე განაწილებას/გადაცემას და იდს-ების განაწილებას/გადაცემას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებზე;
ნ) დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით, ცენტრის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის (სულ − 130 ერთეულის) შრომის ანაზღაურებას;
ო) მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების მართვის“ განმახორციელებელი ჯგუფის (PIU) ფუნქციონირების უზრუნველყოფა, კერძოდ, სამინისტროს მიერ მომსახურების ხელშეკრულებით დასაქმებული PIU წევრების შრომის ანაზღაურება;
პ) გადაუდებელი დახმარების ცენტრში დასაქმებული ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების მართვაში ჩართული რაიონული სამსახურების, ქ. თბილისის ფილიალების, რეფერალური ეკიპაჟის წევრებისა და ცვლაში მომუშავე ცენტრალური სადისპეტჩეროს თანამშრომლების ყოველთვიური დამატებითი ანაზღაურებისა და სხვა ლოჯისტიკური ღონისძიებების (მ.შ. სასაწყობო ფართის ქირაობა) უზრუნველყოფას;
ჟ) COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის უზრუნველყოფა ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, მათ შორის:
ჟ.ა) COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, შპრიცების, უსაფრთხო ყუთებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვა;
ჟ.ბ) ლოჯისტიკური ღონისძიებების (ვაქცინების განაწილება, ტრანსპორტირება) უზრუნველყოფა;
ჟ.გ) COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
რ) დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით, სააგენტოს მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის (სულ − 20 ერთეულის) შრომის ანაზღაურებას;
ს) 60 წლისა და მეტი ასაკის მოსახლეობაში (ე. წ. სამიზნე მოსახლეობა) ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაფართოების ხელშემწყობი ღონისძიებების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით, ოჯახის/უბნის/სოფლის ექიმისა და ექთნის მიერ სამიზნე მოსახლეობის აცრისწინა ჩაღრმავებულ კონსულტაცია