1. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისათვის მუნიციპალური დონის სჯდ ცენტრისთვის ერთი თვის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება 695 ლარით, ამასთან, მცხეთის მუნიციპალურ ერთეულში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი დამატებით მიიღებს 695 ლარის ოდენობით დაფინანსებას ახალგორის კომპაქტურად ჩასახლებულ მოსახლეობაში მუნიციპალური ფუნქციის უზრუნველყოფისათვის, ხოლო დანართ N3.1-ში მითითებული სჯდ ცენტრები (რეორგანიზაციის შემთხვევაში მათი სამართალმემკვიდრეები) დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის ფუნქციონირების მხარდასაჭერად, ინტერნეტ სერვისის ყოველთვიური ღირებულების ანაზღაურებას.
ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა სჯდ ცენტრის მიერ განსახორციელებელ სამ ძირითად მიმართულებაზე (1. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში საქონლის ლოჯისტიკა და მათი ხარჯების აღრიცხვა/ანგარიშგება; 2. იმუნიზაციის პროცესის დაგეგმვა/მართვა/ანგარიშგება/მონიტორინგი; 3. სახელმწიფო პროგრამების ეპიდემიოლოგიური მხარდაჭერა, მ.შ. დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების მოძიება და მართვა) იყოფა თანაბრად და რომელიმე მათგანის არაჯეროვნად, ან დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
2. მე-3 მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტითა და „ბ.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველყოფისთვის (მ.შ. რეგიონში შემავალი სხვა მუნიციპალიტეტის სჯდ ცენტრებში იმუნოპროფილაქტიკისათვის და მიმდინარე წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების განსახორციელებლად საჭირო მასალისა და აღჭურვილობის ლოჯისტიკის უზრუნველსაყოფად და მონიტორინგის განხორციელებისათვის) რეგიონული სტატუსის მქონე სამსახურებისათვის (გარდა იმ რეგიონებისა, სადაც აღნიშნულ რეგიონულ ფუნქციას ასრულებს ცენტრის სტრუქტურული ერთეული) ერთ თვეში ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვროს დანართ 3.2-ის შესაბამისად.
3. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, ამასთან მალარიის კერებში სკრინინგული კვლევა, ერთეული მომსახურების ღირებულება განსაზღვრულია 11,41 ლარით, ხოლო მალარიის კერებსა და ტრანსმისიური დაავადებების გადამტანების გავრცელების ზონებში, ტრანსმისიური დაავადებების გადამტანის წინააღმდეგ პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების ერთეული შრომა/დღის ღირებულება – 4 ლარით.
4. მე-3 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების ფარგლებში ანაზღაურება განხორციელდება გაწეული მომსახურების შესაბამისად.
5. მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, ყოველთვიურად არაუმეტეს 12.0 ათასი ლარის ოდენობით;
6. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების მონიტორინგი ხორციელდება ცენტრის მიერ, ცენტრის აპარატის ხარჯებიდან.
7. მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით. ამასთან, B ჰეპატიტზე სკრინინგული კვლევა, ერთეული მომსახურების ღირებულება (პრე- და პოსტკონსულტირება, უშუალოდ სკრინინგი) განსაზღვრულია არაუმეტეს 10 ლარით, B და C ჰეპატიტის თითოეული დიაგნოსტირებული/დადასტურებული შემთხვევისთვის სპეციფიკური ეპიდკვლევის კითხვარის შევსება და ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირება – არაუმეტეს 8 ლარით, ხოლო B ჰეპატიტზე კონფირმაციული კვლევის ღირებულება – არაუმეტეს 28 ლარის ოდენობით.
8. მე-3 მუხლის „ი.ა“ და „ი.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სწრაფი რეაგირების მუდმივმოქმედი ჯგუფების მომსახურების ანაზღაურება მუნიციპალური/საქალაქო სჯდ ცენტრებისთვის განხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, ჯგუფის თითოეულ წევრზე, ყოველთვიურად, 650 ლარის ოდენობით.
9. მე-3 მუხლის „ი.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველყოფა განხორციელდება დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერი