1. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყვითელი ცხელების ვაქცინის გაცემისას პრიორიტეტი ენიჭებათ საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტებით წამსვლელებს იმ ქვეყნებში, რომლებიც ითხოვენ შემომსვლელთათვის ვაქცინაციას ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ითვლებიან ყვითელი ცხელების გავრცელების არეალად.

2. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური შრატები გამოიყენება მხოლოდ სამკურნალო მიზნით.

3. „ბცჟ“ და „В“ ჰეპატიტის ვაქცინების მიმწოდებლები ასევე არიან სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ სამეანო მომსახურებას და აკმაყოფილებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და დადგენილი წესით დარეგისტრირებულნი არიან სჯდ ცენტრებში ვაქცინების მიმღებად.

4. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების მიმწოდებლებად ავტომატურად ითვლებიან „პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის სოფლის ექიმის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლები (სააგენტოს მიერ დაკონტრაქტებული ფიზიკური პირები და სამედიცინო დაწესებულებები) და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებას (აღრიცხვაზე ჰყავთ 18 წლამდე ასაკის ბავშვები) და აქვთ ვაქცინების შენახვა/ლოჯისტიკა/ადმინისტრირებისათვის აუცილებელი პირობები, ასევე ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი პირობები, არ წარმოადგენენ ზემოაღნიშნული პროგრამების მიმწოდებლებს, მაგრამ დადგენილი ფორმით დარეგისტრირდებიან სჯდ ცენტრში და მოსარგებლეებს ვაქცინებს მიაწვდიან უსასყიდლოდ, გაწეული მომსახურებისათვის (ექიმის კონსულტაცია და აცრა-ვიზიტი) დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე.

5. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების მიმწოდებლებად ავტომატურად მიიჩნევა ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტი, ხოლო „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „B“ ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინის და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმწოდებლად – „აივ-ინფექცია/შიდსის მართვა“, „C ჰეპატიტის მართვა“, „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“ სახელმწიფო პროგრამებით და „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა“ სახელმწიფო პროგრამის „ჰემოფილიითა და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების” კომპონენტით განსაზღვრული სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები.

6. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულებებისა და სჯდ ცენტრების სარეგისტრაციო ფორმას, შერჩევის კრიტერიუმებსა და ვადებს ადგენს ცენტრი სამინისტროსთან შეთანხმებით.

7. შენარჩუნებულ იქნეს „იმუნიზაციის“ 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არსებული მიმწოდებლების რეგისტრაციის სტატუსი. ამასთან, ახალი მიმწოდებლების რეგისტრაცია და მიმწოდებლის რეგისტრაციის სტატუსის ცვლილება განხორციელდეს ამავე მუხლის მე-6 პუნქტში განსაზღვრული წესის შესაბამისად.

8. სჯდ ცენტრები ვალდებულნი არიან, ვაქცინების, შრატების/იმუნოგლობულინებისა და ასაცრელი მასალების გაცემა განახორციელონ ვაქცინებისა და შრატების/იმუნოგლობულინების მიმწოდებლად რეგისტრირებულ სამედიცინო დაწესებულებებზე და „პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის სოფლის ექიმის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელ ფიზიკურ პირებზე, მას შემდეგ რაც განახორციელებენ აღნიშნული მიმწოდებლების მონიტორინგს „პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის, იმ ინფექციური დაავადებების სიის, რომელთათვისაც სავალდებულოა პროფილაქტიკური აცრები და პროფილაქტიკური აცრების ჩატარების ასაკობრივი მაჩვენებლების, ვადებისა და იმუნიზაციის მართვის წესების დამტკიცების შესახებ“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 16 სექტემბრის N01-60/ნ ბრძანებით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

9. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქონლის მიმღებმა დაწესებულებებმა და ფიზიკურმა პირებმა უნდა უზრუნველყონ:

ა) ჯანდაცვის ერთიანი ელექტრონული სისტემის იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში ბენეფიციარებისა და მათთვის ჩატარებული (მ.შ. წინა პერიოდში) გეგმური და ეპიდჩვენებით აცრების თაობაზე ინფორმაციის სრულად აღრიცხვა;

ბ) ბენეფიციარის მშობლის და/ან კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე, ჩატარებული აცრების თაობაზე ცნობის/ამონაწერის პროფილაქტიკური აცრების რუკიდან (ფორმა 063) მათთვის (მიმდინარე და/ან წინა პერიოდში) გაცემა უსასყიდლოდ, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.

10. მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქონელი, ურგენტულ შემთხვევებში – სასიცოცხლო სამედიცინო ჩვენებით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს იმ პირებზე ვინც არ წარმოადგენს აღნიშნული პროგრამის მოსარგებლეს, ხოლო „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონელი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 18 წლამდე ასაკის საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც 3 თვეზე მეტი ხნის მანძილზე ლეგალურად იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე და აღნიშნულის თაობაზე ანგარიშგება უნდა განხორციელდეს შესაბამის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტებისა და ქვეყნის ტერიტორიაზე 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ლეგალურად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები უნდა ინახებოდეს სერვისის მიმწოდებელთან მინიმუმ 5 წლის მანძილზე.

11. მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონელი, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლის თაობაზეც ანგარიშგება უნდა განხორციელდეს შესაბამის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

12. სჯდ ცენტრმა უზრუნველყოს, მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის მიმღები სამედიცინო დაწესებულების წერილობითი მიმართვისა და საქართველოს მოქალაქის განცხადების საფუძველზე, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაზე B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინისა და პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის გაცემა, საქართველოს მოქალაქის შესაბამისი სამედიცინო ჩვენებით ასაცრელად. ამასთან, ცენტრი უზრუნველყოფს B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინით იმ სამედიცინო პერსონალს, რომელიც იმყოფება პროფესიული რისკის ქვეშ, ასევე B ჰეპატიტზე ინფიცირების მაღალი რისკის მქონე პირებს (დიალიზზე მყოფ პაციენტებს, ჰემოფილიით დაავადებულ პირებს, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებს, მსმ პირებს), სამედიცინო პროფილის სასწავლებლების სტუდენტებს, ხოლო ტეტანუსი-დიფტერიის საწინააღმდეგო ვაქცინით − ასაკობრივად რევაქცინაციას დაქვემდებარებულ პირებს (მ.შ., სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებული პირების ნუსხის მიხედვით).

13. ცენტრს ეძლევა უფლება „ცივი ჯაჭვის“ სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად შესყიდული და/ან დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული საქონელი დროებითი სარგებლობის უფლებით გადასცეს სჯდ ცენტრებს იმ პირობით, რომ აღნიშნული საქონელი გამოყენებული იქნება მათ სამოქმედო ტერიტორიაზე მხოლოდ იმუნიზაციისათვის არსებული საჭიროებების უზრუნველსაყოფად, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში იმუნიზაციის პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებისათვის (მ.შ. „პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის სოფლის ექიმის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი ფიზიკური პირებისათვის) დროებით სარგებლობაში გადაცემის უფლებით.

14. წითელას მასიური გავრცელების პრევენციისა და გლობალური ელიმინაციის სტრატეგიით განსაზღვრული ღონისძიებების ფარგლებში, მოსახლეობის არაიმუნურ ან არასრულად იმუნიზებულ ფენებში ეპიდჩვენებით იმუნოპროფილაქტიკის წარმოების წესი და პირობები მტკიცდება ცენტრის მიერ, სამინისტროსთან შეთანხმებით.

15. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მოსარგებლეები (გარდა აივ-ინფექცია/შიდსით დაავადებული პაციენტებისა და „C ჰეპატიტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისა), კონკრეტული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დამატებით განისაზღვრებიან ცენტრის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად, სამინისტროსთან შეთანხმებით. ამასთან, ბენეფიციართა დამატებითი ჯგუფის განსაზღვრა საჭიროა მხოლოდ წინა წლისგან განსხვავებული კონტინგენტის არსებობის შემთხვევაში.

16. მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მომსახურების მიმწოდებლებად რეგისტრაციის მსურველი სამედიცინო დაწესებულება/სოფლის ექიმი/საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური უნდა ფლობდეს ვაქცინების შენახვისთვის/ლოჯისტიკისთვის/ ადმინისტრირებისთვის აუცილებელ პირობებს, ჰქონდეს გაკეთებული შეტყობინება აღნიშნული საქმიანობის წარმოებაზე რეგულირების სააგენტოში, დადგენილი ფორმით დარეგისტრირდეს ცენტრში სჯდ ცენტრების მეშვეობით და მოსარგებლეებს ვაქცინები და აცრის მომსახურება მიაწოდოს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული პირობებით, ამასთან:

ა) ვაქცინაციის კაბინეტი შესაბამისობაში უნდა იყოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მარეგულირებელი დოკუმენტით განსაზღვრულ პირობებთან;

ბ) ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მომსახურების მიმწოდებლებად რეგისტრირებული სამედიცინო დაწესებულების/საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ამცრელ ბრიგადაში უნდა შედიოდნენ ექიმი, ექთანი და იმუნიზაციის ერთიან ელექტრონულ სისტემაში მონაცემთა რეგისტრატორი. აცრების რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს აცრის ჩატარების დღის ბოლომდე;

გ) ვაქცინაციის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების მიერ, ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს აცრების წარმოება კვირაში 7 დღის განმავლობაში, მინიმუმ 8 სთ-იანი სამუშაო დღის გათვალისწინებით;

დ) იმ ვაქცინისათვის, რომელიც მოითხოვს +2/+80C ტემპერატურის პირობებში შენახვას, ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მომსახურების მიმწოდებლებად, ავტომატურად ითვლებიან „პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის სოფლის ექიმის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლები და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებას და აქვთ ვაქცინების შენახვისათვის/ ლოჯისტიკისათვის/ადმინისტრირებისათვის აუცილებელი პირობები, ასევე, ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი პირობები, არ წარმოადგენენ ზემოაღნიშნული პროგრამების მიმწოდებლებს, მაგრამ დადგენილი ფორმით დარეგისტრირდებიან ცენტრში სჯდ ცენტრების მეშვეობით და მოსარგებლეებს ვაქცინებს მიაწვდიან იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული პირობებით;

ე) იმ ვაქცინისათვის, რომელიც მოითხოვს – 60/-900C ტემპერატურის პირობებში შენახვას, ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მომსახურების მიმწოდებლებად რეგისტრაციისთვის სამედიცინო დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ე.ა) უნდა წარმოადგენდეს შემდეგი დაწესებულებებიდან ერთ-ერთს:

ე.ა.ა) სამედიცინო სტაციონარულ დაწესებულებას, ამასთან, უფლებამოსილია, სერვისის მიმწოდებლად გამოიყენოს იმავე/ახლომდებარე ტერიტორიულ არეალზე მყოფი ამბულატორიული დაწესებულების სივრცე;

ე.ა.ბ) „იმუნიზაციის“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო ამბულატორიულ დაწესებულებას – საოჯახო მედიცინის ცენტრს, პოლიკლინიკას, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს;

ე.ა.გ) „COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის 41 მუხლით განსაზღვრულ „COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის ცენტრს;

ე.ბ) „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილების საფუძველზე, რეგულირების სააგენტოში ჰქონდეს გაკეთებული შეტყობინება იმუნიზაციის წარმოებაზე;

ე.გ) COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მარეგულირებელი დოკუმენტით განსაზღვრულ პირობებთან სამედიცინო დაწესებულების შესაბამისობას აფასებს და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს რეგულირების სააგენტო;

ვ) ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია:

ვ.ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების მოთხოვნის საფუძველზე, უზრუნველყოს მობილური ბრიგადის ფორმირება, მათ მიერ იდენტიფიცირებული ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე ბენეფიციარებისათვის აცრის სერვისის ადგილზე მიწოდების მიზნით;

ვ.ბ) უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის აცრის სერვისის ადგილზე მიწოდება, იმ შემთხვევაში, თუ აცრის მიმწოდებლად რეგისტრირებული სამედიცინო დაწესებულება პენიტენციურ დაწესებულებასთან არსებული კონტრაქტის ფარგლებში წარმოადგენს ამ ბენეფიციარებისათვის სხვა გეგმური და არაგეგმური სამედიცინო სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებას.

დანართი №3

ეპიდზედამხედველობა

(პროგრამული კოდი 27 03 02 0