1. პროგრამის მოსარგებლეებისათვის პროგრამით გათვალისწინებული ვაქცინები და ასაცრელი მასალები, ანტირაბიული სამკურნალო საშუალებები, სპეციფიკური შრატები და ვაქცინები არ ითვალისწინებს თანაგადახდას.
2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“, „ა.დ“, „ა.ე“ ქვეპუნქტებითა და „ვ“ ქვეპუნქტით (ეპიდჩვენებით და/ან ე.წ. „გაწმენდის“ რაუნდების ფარგლებში აცრები, როგორიცაა „ბ“ ჰეპატიტზე, გრიპზე, პაპილომავირუსზე და ა.შ. აცრები, რომლებიც არაა გათვალისწინებული 18 წლამდე ასაკის ბავშვების ასაცრელად გეგმური აცრების კალენდრით) გათვალისწინებული აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურების ღირებულება შეადგენს 1 ლარს, „პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის სოფლის ექიმის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი სოფლის ექიმისა და ექთნის შემთხვევაში 50-50 თეთრს.
3. მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნობრივი ჯგუფის მომსახურების ღირებულება შეადგენს:
ა) სამედიცინო დაწესებულებებში/მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში არსებულ ამცრელ კაბინეტებში პირველი დოზით აცრის მომსახურების ღირებულება − 4 ლარს, ასევე მეორე დოზით აცრის მომსახურების ღირებულება − 4 ლარს;
ბ) გამსვლელი ბრიგადის მიერ შესაბამისი სამიზნე ჯგუფის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების მიერ იდენტიფიცირებული, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე ბენეფიციარებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის აცრის სერვისის ადგილზე მიწოდება, ასევე, ე. წ. „მოძრავი ამცრელი პუნქტების“/ბრიგადების მეშვეობით გაწეული მომსახურება და მუნიციპალურ ცენტრებში რეგისტრირებული ამცრელი დაწესებულებების მიერ გამსვლელი ბრიგადებით სოფლად ჩატარებული აცრები) პირველი დოზით აცრის მომსახურების ღირებულება − 7 ლარს, ასევე მეორე დოზით აცრის მომსახურების ღირებულება − 7 ლარ