„საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
Ordinance of the Government of Georgia (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №9 |
|
2022 წლის 12 იანვარი ქ. თბილისი |
1. „საქართველოს საწარმოსთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის“ (დანართი №1) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ან/და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების თარიღიდან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ან/და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება გამოწვეულია ამ დადგენილებაში ცვლილების შეტანით − შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლის თარიღიდან;“.
2. „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირისათვის ნებადართული საქმიანობის სახეების“ (დანართი №2) პირველი მუხლის:
ა) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) გემთმფლობელის მიერ იმ კომერციული მომსახურებების გაწევა, რომლებიც იდენტიფიცირებულია ბალტიის საერთაშორისო საზღვაო კონფერენციის (The Baltic and International Maritime Council (BIMCO)) გემების მართვის 2009 წლის (BIMCO ShipMan 2009) სტანდარტული ხელშეკრულების II ნაწილის მე-6 პუნქტში. ამ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებები ხორციელდება გემის მფლობელი ან გემის მფლობელის მიერ დანიშნული გემის მმართველი კომპანიის მიერ, რომლებიც შემოიფარგლება შემდეგი მომსახურებებით:
პ.ა) მფლობელების მიერ მითითებული გემისთვის საჭირო ხარისხის საწვავის მიწოდების უზრუნველყოფა;
პ.ბ) რეისის შეფასება, გაანგარიშება და ქირის, ფრახტის, დემერეჯის და/ან დისპაჩის გამოთვლა. მფლობელების მიერ გემის კომერციულ ოპერაციებთან დაკავშირებული გადასახდელი თანხების დაჯამებაში დახმარება;
პ.გ) რეისის (ვოიჯის) ინსტრუქციების გაცემა;
პ.დ) აგენტების დანიშვნა;
პ.ე) სტივიდორების დანიშვნა;
პ.ვ) გემის კომერციულ ოპერაციებთან დაკავშირებული შემოწმებების დაგეგმვა;“;
ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა:
1. ამ მუხლის „ა“ − „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაში იგულისხმება მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურება.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ნებადართული საქმიანობის სახეები არ მოიცავს საზღვაო გადაზიდვის მომსახურებას.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.01.2022.
- როდის იქნა მიღებული „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 12.01.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 200000000.10.003.023216.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.01.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №9, 12.01.2022, სარეგისტრაციო კოდი 200000000.10.003.023216 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.01.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5352456/