„საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
Ordinance of the Government of Georgia (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №67 |
|
2021 წლის 17 თებერვალი ქ. თბილისი |
1. №1 დანართში („საქართველოს საწარმოსთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესი“):
ა) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საერთაშორისო კომპანიის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ იმ პირს, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით. საერთაშორისო კომპანიის სტატუსი არ მიენიჭება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ვირტუალური ზონის პირს.“;
ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა: საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მისანიჭებლად, ამ დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის პირველი მუხლის „ა“ − „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილების დადგენის მიზნებისთვის, გამოცდილებაში ჩაითვლება ასევე ამავე მუხლის ამავე ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა იმ პირ(ებ)ისთვის, რომლის/რომელთა საქმიანობის ან მართვის ადგილი საქართველოშია.“.
2. №2 დანართში („საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირისათვის ნებადართული საქმიანობის სახეები“) პირველი მუხლის:
ა) „პ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ.ა) გემის გაქირავება ეკიპაჟით ან უეკიპაჟოდ;“;
ბ) „პ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ.ბ) რეისის დაგეგმვა ან/და ანალიზი, გემთმფლობელსა და ტვირთმფლობელს (დამფრახტველს) შორის ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებასთან დაკავშირებული გემების საბროკერო-საშუამავლო საქმიანობა;“;
გ) „პ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ.ზ) გემის ტექნიკური ზედამხედველობის მიზნით, საკლასიფიკაციო საზოგადოების საქმიანობა;“;
დ) „პ.ზ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ.ზ1“ ქვეპუნქტი:
„პ.ზ1) გემების ტექნიკური ნაწილებით ან/და საკვები პროდუქტებით მომარაგება;“;
ე) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა: საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, ამ მუხლის „ა“ − „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება გაუწიოს მხოლოდ იმ პირ(ებ)ს, რომლის/რომელთა რეგისტრაციის ადგილი ან მართვის ადგილი არის საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამასთან, ამავე მუხლის ამავე ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაში იგულისხმება მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურება.“.
|